ევროპის საუკეთესო კლუბები

დასვენების მნიშვნელოვანი ნაწილია ღამის ცხოვრება, კლუბები, ცეკვა და ალკოჰოლი. გთავაზობთ ევროპის საუკეთესო კლუბების ტოპ 5-ს, რომლებსაც ხშირად სტუმრობენ საერთაშორისო დონეზე აღიარებული dj-ები და კლუბური ცხოვრების მოყვარულები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

The Egg, London

The Egg  ნამდვილი სამოთხეა კლუბის მოყვარულთათვის, ის საწყობის სტილშია გადაწყვეტილი, აქვს გარე სივრცე და 24 საათიანი ლიცენზია, რაც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობის უფლებას აძლევს.  

კლუბში წარმოდგენილია techno & house მუსიკა, ყოველ პარასკევს და შაბათს მას ცნობილი techno & house არტისტები სტუმრობენ, ისეთები როგორიცაა Mark Knight, Sven Väth, Green Velvet, Erick Morillo, Steve Lawler, ANNA და სხვა.

კლუბში ჟაკეტით და ჯემპრით შესვლა აკრძალულია, შესვლისას დაცვა საფუძვლიანად გადაგამოწმებთ, ნარკოტიკული საშუალებების შეტანის თავიდან აცილების მიზნით.

De School, Amaterdam

კლუბი, ყოფილი სკოლის ტერიტორიაზეა განთავსებული რის გამოც De School დაარქვეს. მას არ აქვს განსაკუთრებული დიზაინი ან განათება. De School ადგილობრივ და მსოფლიოში ცნობილ dj-ებს მასპინძლობს, ის ასევე ჰოლანდიური მუსიკის ელჩად ითვლება Job Jobse, Tom Trago, Patrice Bäumel  და სხვა ცნობილ მუსიკოსებთან ერთად.

Fabrik, Madrid

მადრიდში მდებარე კლუბი Fabrik-ა წარდგენას არ საჭიროებს, ის მსოფლიო მასშტაბითაა ცნობილი. მისი განათების შოუს და ძლიერი აუდიო სისტემის გამო, კლუბს ბევრი საერთაშორისო არტისტი ეწვია, მათ შორის  Skrillex, Tiesto, Ricardo Villalobos, Loco Dice, Luciano, Sven Vath, Carl Cox, ის ყველასათვის ცნობილი DJMag-ის ტოპ 2 საუკეთესო კლუბის სიაში მოხვდა. კლუბი 7000 ადამიანს იტევს, აქვს სატელიტური ოთახი და ტერასა ორი კარვით.

Amnezia

კლუბი Amnezia არაერთხელ დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო კლუბად, ის 2 დიდი ოთახისგან შედგება და 5000 ადამიანს იტევს. თანამედროვე ელექტრონული პროგრამები, საცეკვაო მუსიკა და ისეთი მსოფლიო დონის dj-ების  კომბინაცია, როგორიცაა Sven Väth’s Cocoon, Marco Carola’s Music On, Cream or Hyte ნამდვილად გამორჩეულ დაუვიწყარ ღამეს გპირდებათ.

Cocorico 

Cocorico იტალიაში, რიკიონეში მდებარეობს. ეს კლუბი ცნობილია თავისი განსხვავებული არქიტექტურით, მას მინისგან დამზადებული, დიდი პირამიდის ფორმა აქვს და ათასობით სტუმარს იტევს.  კლუბი 4 ნაწილადაა დაყოფილი, Piramide, Morphine, Strix and Titilla. კლუბს ხშირად სტუმრობენ ცნობილი dj-ები Carl Cox, John Digweed, Paul Van Dyk, Sven Vath, Timo Mass, ის Fatboy Slim-ის საყვარელი შეხვედრის ადგილია.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %