ლონდონის ყველაზე გემრიელი street food-ი

როგორც გამოცდილი მოგზაურები ამბობენ, თუ რომელიმე ქვეყნის სამზარეულოს ავთენტური გემოს გაგება გსურთ, აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ მისი street food-ი. გაიგეთ ლონდონის ნამდვილი გემო მისი ყველაზე ცნობილი street food-ით.

Burger

თუ ბურგერების მოყვარული ბრძანდებით აუცილებლად გასინჯეთ MotherFlipper-ის ბურგერები, რომელიც ხორცისგან, ყველისგან, ბოსტნეულისგან, სოუსისა და სპეციალური პურისგან მზადდება. ის ძალიან პოპულარულია როგორც ადგილობრივებში, ასევე ტურისტებში და პირველ ადგილს იკავებს ლონდონის ყველაზე პოპულარულ street food-ს შორის.

Scotchtails

Scotchtail-ი ლონდონის პოპულარული street food-ია, რომელსაც ხშირად ბრიტანული სამზარეულოს ძირითად კერძსაც უწოდებენ. მის მოსამზადებლად საჭიროა ძეხვის და იხვის ბარკლის ხორცი, შვრია, გახუხული პურის ქატო, კვერცხი, მარილი და სანელებლები. ვიზუალურად ლამაზი და თან გემრიელი ასე აღწერენ Scotchtail-ს გურმანები.

DogTown

DogTown-ი ჰოთ-დოგის ერთ-ერთ ვარიაციაა. ის ძროხის ხორცს, ჩილის, არაჟანს, ქინძს, ტორტილას ჩიფსს და ყველს შეიცავს, რაც ნამდვილად განსხვავებულ და დასამახსოვრებელ გემოს ქმნის.

Kimchinary

Kimchinary​ ანუ კორეით შთაგონებული ტაკოსი, რომელსაც კიმჩის გამოყენებით ამზადებენ. კიმჩი კორეული ტრადიციული კერძია - სპეციალური სანელებლებით დამზადებული კომბოსტო. როგორც აღნიშნავენ კიმჩის, განსხვავებული გემო შემოაქვს ტრადიციულ ტაკოსში.

Chocolate cakes

 თუ შოკოლადის მოყვარული ბრძანდებით, აუცილებლად დააგემოვნეთ Bad Brownie-ის მრავალფეროვანი შოკოლადისგან დამზადებული ნამცხვარი, მრავალფეროვანი დანამატებით. 

Poutine Queens

Poutine Queens-ი ძალიან მარტივი, მაგრამ გემრიელი კერძია. ის ჩიფსის, ყველის და სოუსისგან შედგება.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
6 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %