დესერტები, რომლებიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ლონდონის ვიზიტისას

დაგიგემოვნებიათ ოქროთი მორთული ეკლერი ან ლოკოკინა დესერტად? თუ არა მოემზადეთ, რადგან ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 5 გამორჩეულ დესერტს, რომლებიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ლონდონის ვიზიტისას. 

Pierre Marcolini

Pierre Marcolini ნამდვილად ზრუნავს მისი სტუმრების გაოცებაზე. ბელგიელი კონდიტერი საქმიანობას სრული სერიოზულობით უდგება და დესერტს ნამდვილ ხელოვნების ნიმუშად აქცევს.

დესერტის დამზადებისას სეზონური პროდუქტები გამოიყენება, თუმცა უცვლელი რჩება ისეთი კომპონენტები როგორიცაა ვანილი, ყავა, კაკაო, შოკოლადი au lait და chocolat noir. ნამცხვრები მორთულია თხილის და შოკოლადის ნატეხებით, სპეციალურად დამუშავებული ოქროს მცირე ნაწილაკებით, რომლებიც შეგიძლიათ თავისუფლად მიირთვათ. ლონდონის ვიზიტისას აუცილებლად ეწვიეთ Pierre Marcolini-ს და  დააგემოვნეთ მისი სახელგანთქმული ეკლერები, სულ რაღაც  £4.80.

Freakshake at Molly Bakes

Freakshake  იგივე მილკშეიკი, ტალღოვანი ნაღებით, ჟოლოთი, შოკოლადის სოუსით, ვაფლის, ბრაუნის და ორეოს ნატეხებით, ტკბილი სოუსით და კარამელით მზადდება. ეწვიეთ Molly Bakes  და დააგემოვნეთ Freakshake £8-ად.

Eton Mess Lunchbox at Dominique Ansel Bakery

აუცილებლად უნდა გასინჯოთ Lunchbox-ი Dominique Ansel Baker-ში. ის მოიცავს ჯემს, მარწყვის მუსს, მინი ბეზეს, შავ პილპილს, ახალ რეჰანს და არაჟანს. ეს ყველაფერი პატარა, გამჭვირვალე ყუთშია მოთავსებული.

Lunchbox-ის ძირითად უპირატესობას ელემენტების „არეულობა“ წარმოადგენს, რაც კორეული დოშირაკის სტრუქტურითაა შთაგონებული. მირთმევამდე აუცილებელია მისი შერხევა, ამის შემდეგაც კი, ლანჩბოქსი ვიზუალურად ისეთივე ლამაზია როგორც სურათზე. მისი ღირებულება £7.50-ია.

Chocolate Glory at Bob Bob Ricard

Bob Bob Ricard ცნობილი და მდიდრული სოჰო რესტორანია ლონდონში. ის სტუმრებს ინგლისურ და რუსულ კერძებს სთავაზობს, თუმცა მის მთავარ ღირსშესანიშნაობას განსხვავებული დესერტი, ოქროსფერი შოკოლადის ბურთულები წარმოადგენს. მათში მოთავსებულია შოკოლადის სოუსი, შოკოლადის მუსი Valrhona Jivara, კენკრა, მარაკოია და ფორთოხლის ჟელე. ის დიდი პოპულარობით სარგებლობს რესტორნის სტუმრებს შორის. მისი ღირებულება £12.50 შეადგენს.

Frozen apple panna cotta at Chiltern Firehouse

ნუნო მენდესი ლონდონის საყვარელი, პორტუგალიელი მზარეულია. მისი კულინარია საკამათო და მიმზიდველია. მენდესის ერთ-ერთი გამორჩეული დესერტია Frozen apple panna (გაყინული პანას ვაშლი). ის მზადდება ყავისფერი ბეზეს, ლოკოკინას, ვანილის კუბიკების, ვაშლის ჟელეს, ვაშლის და პანა-კოტასგან. ამ დესერტს ბევრი მომხრე და ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, თუმცა ფაქტია, რომ ის დიდი მოთხოვნით სარგებლობს, მისი ღირებულება კი £9 შეადგენს.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %