სვანეთიდან გადმოსვლა რაჭაში (შკედი --> სადმელი)

გზას რომ დავადექით თითქმის არაფერი ვიცოდით. არ გვქონდა ჯიპიეს მარშრუტი. არ გვქონდა ნორმალური რუკები. მხოლოდ ხედვითი მასშტაბებით ვხელმძვანელობდით. ვიცოდით ერთი - რაჭაში გადავდიოდით,  სათანადოდ ვიყავით მომზადებული და საკვების მარაგი საკმარისზე მეტად გვქონდა. 
ესაა ალბათ, როდესაც ადამიანს მიზანი გაქვს და მისკენ მიდიხარ. მნიშვნელობას არ ანიჭებ რა "არ გაქვს", მხოლოდ იმას ხედავ რაც გაქვს და სწორად იყენებ.სვანეთიდან რაჭაშიუშგულიდან სოფელ შკედამდე ახლად  გაცნობილმა "მეგობრებმა" ჩაგვიყვანეს. შკედში ადგილობრივისგან პურის მარაგი გვქონდა შესავსები. მახსოვს, დედაჩემის ასაკის  ქალმა, როგორ გამოგვიტანა ორი უზარმაზარი პური. ფული არ გამოგვართვა " მთაში მიდიხართ შვილებო, რისთვის და რატომ არ ვიცი მაგრამ გზის პოვნას გისურვებთო" ...
კეთილი ქალის ლოცვით გამხნევებულები ავუყევით შკედიდან პირველ აღმართს. მახსოვს საშინლად ცხელოდა და თავადაც საშინლად გამოფიტულად ვგრძნობდთ თავს. (აქ მოსვლამდე მთაში დიდი გმირობების კვირა გვქონდა გადატანილი) svanetidan rachashiმიუხედავად დაღლისა აღმართი მალე მოვკალით. დაახლოებით 10 კილომეტრამდე სატყეო გზით მეცხვარეებამდე ავედით. მთავარი სიმაღლე დაფარული გვქონდა და არსად გვეჩქარებოდა. გზაში ამაზე ფიქრი ისეთ ბედნიერებას მანიჭებდა რომ აზრები გამექცა:  ამ განცდებს რა ქვია? ემოციური გაფილტვრა? მედიტაციის რამე სახეა? არ ვიცი. მაგრამ ისაა, რაც ყველაზე მეტად მომწონს სიარულისას. საკუთარი თავისა და ემოციების საცერში გატარება.
მალე მეცხვარეების ქოხთან ავედით.სვანების ქოხისვანები დაგვხვდნენ. ასეთ შეხვედრებისას ხვდები, რას ნიშნავს სტუმართმოყვარეობა. მაშინვე შეგვიპატიჟეს კი არა, შეგვრეკეს თბილ ქოხში. ბინდდება და აქ უცბად აციება იცის შვილებოო.სვანეთი, ქოხიტაფამწვარი ააშიშხინეს ტაფაზე, ჭიქები რძით შეგვივსეს და იქაური მცენარეები გაგვაცნეს. ვალერიანის ტაბლეტები გინახავთ ხო? მე მცენარის ფესვები მინახავს... ისეთი მძაფრი სუნი ჰქონდათ... თითქოს კოსმიური სიმშვიდის მტვერი აყრიაო.სვანეთი, svanetiვივახშმეთ, ქვეყნის ამბები გავცვალეთ. ჩვენი ბარისა დავდეთ იმათმა მთისა. გასაჭირი ყველან გასაჭირია. "შვილებისთვის მთას ვართ გამოხიზნულები პირველყოფილებივით და ჩვენი მომხედვარი არავინააო" დარდობდა მასპინძელი და მესმოდა მისი...
ერთია არჩევანი გქონდეს ასე ყველაფრისგან მოწყვეტით გინდოდეს ცხოვრება და მეორე, ფიქრობდე, რომ სხვა გზა არ გაქვს... 
ის ღამე მათ ქოხებთან გავატარეთ. გვერდით ხის ქოხი დაგვითმეს, ფეჩი აგვიგიზგიზეს "  დილით გადაგაცილებთ  და გზას გაჩვენებთო" დაგვიბარეს.
მთაში ხალხი სიტყვას არ ტეხავს. დილას საუზმის შემდეგ, გზას დ  ერთად დავადექით. რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ კიდევ ერთ ქოხს წამოვადექით თავზე, მჟავე წყალი ჩამოუდიოდა გვერდით. ისე გაგვაცოცხლა მინერალებმა, რომ გამოფიტვას ვეღარც ვგრძნობდი.svaneti, სვანეთი,

აქ ჩვენს სვან მასპინძელს დავემშვიდობეთ და გზას დავადექით. წინ დაახლოებით 200 მეტრიანი ქედი გვქონდა გადასავლელი. თითქმის უკვე ჭუთხარის ძირში ვიყავით, ქედს იქით უკვე რაჭა გველოდა....სვანეთიდან რაჭაშიმზე. წელამდე ბალახი, უზარმაზარი ჩანთა მხრებს რომ გილურჯებს და ხეობის უსწორმასწორო გზა. სასიამოვნო არ ჩანდა მაგრამ რაღაც კარგისკენ მივდიოდით და ეს გვამხნევებდა. დაახლოებით 8 კილომეტრში სიმაღლის აწევას რომ თითქმის მოვრჩით ხეობაში, მდინარესთან დასვენება გადავწყვიტეთ.მოცვი მთაშიგზად იმდენი მოცვი იყო, მეშინოდა ზედმეტობისგან არ მომწამლოსთქო., ან როგორც ორგანიზმა იცის, არ შეზიზღდეს ჭარბად მიღებული ეს საოცარი ხილითქო, მაგრამ ვერ ვჩერდებოდი, საათობით ვისხედით და დათვებივით მოცვზე ვნადირობდით, მუჭებით ვიყრიდით პირში. ბალახში ძებნა და მოძრაობა არც არ გიწევდა, ყველან იყო . 
მოცვით ამოვივსეთ. მთის გაყინულ მდინარეში ვიბანავეთ, ვისადილეთ და აღმართის კეცვას შევუდექით.
ამ ბილიკებს თითქმის არავინ იყენებს, მხოლოდ მილიონში ერთხელ საქონელს თუ ამორეკავს ვინმე, მთაში გადმოხიზნული კაცი. მაგრამ ეგეც მილიონში ერთხელ.ლაშქრობა სვანეთიდან რაჭაში

წინ 200 მეტრამდე მკვეთრი აღმართი გველოდა, რომელსაც ქედზე ავყავდით. საათიც არ დაგვჭირდა რომ ქედზე ვიდექით. ხან ერთ მხარეს ვიყურებოდით და რაჭით ვტკბებოდით, ხანაც მეორე მხარეს თეთნულდის წვერისა და ჭუთხარის ტბების ხედებით ვიმშვიდებდით სულსა და გონებას.გზა სვანეთიდან რაჭაშივუყურებდი და ვიმახსოვრებდი, რომ ქალაქში ჩამოსულს გამხსენებოდა: როგორი ენერგიის მომნიჭებელია მსგავსი ხედი. ძლიერი, ამაყი, დამოუკიდებელი. ყველაფერ კარგს რომ გადმოგდებს ხოლმე...  ჯერ ტყავს გაძრობს მისვლამდე და შემდეგ აბჯარს გაცმევს წასვლამდე... 
ჩანთები დავაწყეთ და ქედზე ხტუნვას მოვყევით ველურებივით, წინ და უკან დავრბოდით, დავხტოდით, ვიცინოდით ვყვიროდით, თითქოს სამყაროში მარტონი ვიყავით. მოწყენილ ბუნებას კი ვაღვიძებდით, ვაფხიზლებდით, ვართობდით...
დაშვების დრო მოვიდა. ჭუთხარის ძირიდან მარჯვნივ უნდა ჩავუყვეთ ხეობას. თუმცა აქ ორი ხეობაა... არჩევანი ჩვენზეა. ორივე სადღაც ჩავა. მაგრამ ერთს ყველა იყენებს მეორეზე არაფერი გაგვიგია. 
რუკები არ გვივარგა მაგრამ: 
"არაუშავს მოდი ის ავირჩიოთ რომელიც აქვეა" 
კარგად ვართ, ყველაფერი გვაქვს რაც გვჭირდება. არსად გვეჩქარება. დაე იყოს ახლის პოვნის შესაძლებლობა. ხეობას ჩავუყევით.

ჯერ იყო და ჭუთხარის ძირში ჩვენზე 5 ჯერ დიდ ლოდებზე ვხტოდით. უჩანთოთ ეგ ამბავი მაგარი გასართობი რამეა, მაგრამ 10 კილოიანი ჩანთით უკვე მუხლები იწყებენ წუწუნს ხტუნვაზე. ხოდა, ხან ხტუნვით და ხან წუწუნით ჩავიარეთ ლოდების სამოსახლო და სიმბას გადასახედს წამოვადექით. ეგ უზარმაზარი ქვაა ჭუთხარის ძირში. ალბათ ორსართულაინ სახლზე ცოტა დიდი იქნება. ჩანთები დავაწყვეთ დავსხედით და ხეობის თვალიერება დავიწყეთ. ხან ჩიტებს ვუყურებდი, ხან ჭუთხარას, ხან უბრალოდ სიმწვანესა და ჰორიზონტზე ცას...
მალევე ქოხი შევამჩნიეთ ხეობის ბოლოში. და სატყეო გზაც დავლანდეთ. იმ საღამოს უკვე ქოხში ვიყავით. იყო კიდევ ერთი მასპინძლობა ამჯერად რაჭის მხარეში, მეორე დღეს კი დაუსრულებლად გრძელი გზა სადმელიმდე. სადღაც 30 კილომეტრი სატყეო გზით ვიარეთ. მერე სიმაღლე როგორც იქნა დავკარგეთ და მდინარის პირს მივაღწიეთ. რაჭის ტყერაჭის მთავარ სიმდიდრედ მდინარეები მიმაჩნია. თითქმის ყველა 100 მეტრში ისეთ აუზებს ვნახულობდით, რომ გაჩერების გარეშე ვერ ჩაუვლიდი კაცი. ჩვენც პატიოსნად ვჩერდებოდით. ვბანაობდით, ვშრებოდით და გზას ვაგრძელებდით. და ასე იყო მინიმუმ 10 ჯერ...რაჭი მდინარეერთ ერთ მსგავს აუზთან ჩანთაში შემორჩენილი ორი ლიმონი ვიპოვნე. მაშინვე იდეა მომივიდა: ლიმონი ჭიქაში ჩავწურე, შაქარი დავუმატე, წყაროს გაყინული წყლით შევავსე და : ვუალაა, ნამდვილი ლიმონის ლიმონათი გვაქვს ... გრილი და მჟავე ზაფხულის სიცხისთვის...

გზას რომ ჩამოვცდით უკნასკნელად შევხედეთ ჭუთხარას, შორიდან ერთიანობაში  კიდევ უფრო მეტად მშვენიერი ჩანდა.ჭუთხარა
და მერე იყო სადმელი. მარაგის შევსება. და გზა ლეჩხუმისკენ... 
ქვეყანა კი არა სამოთხე გვაქვს. 
თუ არ გჯერათ წადით და ნახეთ

საქართველო, Georgia

gza svanetidan rachashi

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %