24 May 2018
  • 10530 ნახვა

პარიზის მუზეუმები

წარმოგიდგენთ პარიზში მდებარე მუზეუმებს, რომლებსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ თუ გსურთ შეიგრძნოთ ქალაქის კულტურული მნიშვნელობა.

ლუვრი

ლუვრი მსოფლიოში ყველაზე დიდი მუზეუმია, მისი დამთვალიერებლების რაოდენობამ 2012 წელს რეკორდულ მაჩვენებელს 9,7 მილიონს მიაღწია. მუზეუმი პატარა ქალაქია, დიდი, მრავალსართულიანი გალერეებით, გადასასვლელებით, კიბეებით და ესკალატორებით. შენობა, ყოფილი სამეფო სასახლე, პარიზის ცენტრში მდებარეობს, მდინარე სენასა და რუ-დე-რივოლის შორის. მისი მთავარი მოედანი, რომელზეც ამჟამად ლუვრის პირამიდაა აღმართული, ერთ ხაზზეა შანზ-ელიზეს გასწვრივ და ამგვარად ქმნის ისტორიულ მონაკვეთს (Axe historique), რომელზეც პარიზის მრავალი ისტორიული მონუმენტია განლაგებული. 

თუ არსებობს ადგილი, რომელიც საფრანგეთში კულტურის ცენტრალურ მნიშვნელობას გადმოსცემს, ეს ლუვრია. მუზეუმში შეგიძლიათ იხილოთ ხელოვნების 35 000 ნიმუში და არტეფაქტი, რომლებიც გამოფენილია 8 დეპარტამენტსა და 3 ფრთაში : Denon, Sully and Richelieu. შუშის პირამიდის ატრიუმის ქვეშ, ყველა ფრთას საკუთარი შესასვლელი აქვს, თუმცა ასევე შესაძლებელია ერთი ფრთიდან მეორეში გადასვლაც.

ლუვრში შეგიძლიათ იხილოთ მსოფლიოში ცნობილი ნახატები და სკულპტურები, მათ შორის : Winged Victory of Samothrace, Michelangelo Dying Slave, Venus de Milo, Eugène Delacroix Liberty Leading the People, Great Sphinx of Tanis, Botticelli Venus with Three Graces, Law Code of Hammurabi, Leonardo da Vinci Mona Lisa .

Winged Victory of Samothrace

ugène Delacroix Liberty Leading the People

ორსეი

ორსეის მუზეუმი პარიზში მდებარეობს, მდ. სენის მარცხენა სანაპიროზე. აქ მოთავსებულია ძირითადად 1848 - 1914 წლების ფრანგული ხელოვნების ნიმუშები: ფერწერული ტილოები, სკულპტურები, ფოტოები, ავეჯი და ხელოვნების სხვა ნიმუშები. მუზეუმს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იმპრესიონისტული კოლექცია გააჩნია.

პირველ სართულზე წარმოდგენილია ენგრის, დელაკრუას, მანეს, პიპიუვიდე შავანას და გუსტავ მოროს შედევრები. მეორე სართულზე შეგიძლიათ იხილოთ მონეს, რენუარის, დეგას და ტულუზ ლოტრეკის, გოგენის, ვან გოგის და სხვა ცნობილი მხატვრების იმპრესიონისტული და პოსტიმპრესიონისტული ფერწერის შედევრები.

შუა სართულზე წარმოდგენილია ხელოვნება 1870 წლიდან 1914 წლამდე, სიმბოლიზმი, აკადემიური ფერწერა და დეკორატიული ხელოვნება.

orsay museum

orsay museum

orsay museum

Musée National d'Art Moderne

თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმი, პარიზში, პომპიდუს ცენტრში მდებარეობს. ის ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია მსოფლიოში.

მასში განსაკუთრებით ფართოდაა წარმოდგენილი ფოვიზმი (ანრი მატისი, რაულ დიუფი), კუბიზმი (პაბლო პიკასო, ჟორჟ ბრაქი), სიურრეალიზმი (სალვადორ დალი), აბსტრაქციონიზმი (ვასილი კანდინსკის, რ. დელონეს, ა. მანესიეს, პ. სულაჟის, ჟ. მატიეს ფერწერა; ა. კოლდერის ქანადაკება), კონსტრუქტივიზმი (ნ. გაბოსა და ა. პევზნერის ქანდაკება), აგრეთვე მოქანდაკე ო. ცადკინის, ფერმწერთა ჟ. რუისა და ა. მოდილიანის შემოქმედება.

Musée National d'Art Moderne

Guimet Museum 

Guimet Museum პარიზში მდებარეობს და აზიური ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე დიდ კოლექციას ფლობს. ის ემილი გუიმეტმა დაარსა 1879 წელს ლეონში, მოგვიანებით კი მუზეუმი პარიზში გადმოიტანეს.

აქ შეგიძლიათ იხილოთ ჩინური, იაპონური, ინდური, ბუდისტური და სამხრეთ აზიური ხელოვნების ნიმუშები, მათ შორის ჩინური ფაიფურისგან დამზადებული კოლექციები. აქ ასევე შეგიძლიათ  იხილოთ ეგვიპტური, რომაული და ბერძნული ნიმუშებიც.

Musée des Arts Décoratifs

დეკორატიული ხელოვნების მუზეუმი, დიზაინის და დეკორატული ხელოვნების ნიმუშების ერთ-ერთ ყველაზე დიდ კოლექციას ფლობს. ის ლუვრის აღ. ფრთაში მდებარეობს.

ვიზიტორებს შეუძლიათ იხილონ 150 000 ნიმუში, მათგან 6000 კერძო კოლექციონერებმა გადასცეს მუზეუმს.  ძირითადი ყურადღება ფრანგულ ავეჯსა და ჭურჭელს ეთმობა, თუმცა აქ შეგიძლიათ იხილოთ ექსტრავაგანტული ხალიჩებიც და ფაიფურის ნიმუშებიც, ასევე 10 აღდგენილი ოთახი, რომლებიც ასახავენ ცხოვრების სტილს 1400 წლიდან, მე-20 საუკუნის ბოლომდე.


მსგავსი
13 August 2019

მსოფლიოს შვიდი საოცრება დღეს

გიფიქრიათ იმაზე, უძველესი სამყაროს შვიდ საოცრებას ჩვენ დრომდე რომ მოეღწია - როგორი სახე ექნებოდა მათ?კომპანია Budget Direct-მა ...

01 August 2019

2019 წლის ყველაზე პოპულარული კურორტები

ანტალია ...

11 July 2019

რატომ იყენებენ სასტუმროები მხოლოდ თეთრი ფერის თეთრეულს?

 ძალიან ბევრს აინტერესებს თუ რატომ არის სასტუმროებში მხოლოდ თეთრი ფერის პირსახოცები და  თეთრეული. ექსპერტებმა ამოხსნე...

04 June 2019

სილამაზის უცნაური კრიტერიუმები

სილამაზის უცნაური კრიტერიუმები სილამაზე, განსაკუთრებული ფენომენია, მის ძალას არაერთი ლეგენდა, მათ შო...

22 May 2019

სადაა ლოგიკა? აფრიკული ბენინი პირველია მსოფლიო რეიტინგში, ეგვიპტე კი ბოლო

ბრიტანულმა ტურისტულმა კომპანიამ Rickshaw Travel- მა ჩაატარა კვლევა: ტურისტებისთვის ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყნების ჩამონათვალი...

19 February 2019

ყველაზე გემრიელი ესპანური დესერტები

დესერტი ესპანური სამზარეულოს უმნიშვნელოვანესს ნაწილს წარმოადგენს. ყველა კუთხეს და ქალაქს მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკუ...

17 February 2019

ევერესტის საბაზო ბანაკი ტურისტებისთვის დაიხურა

ჩინეთმა ტიბე...

26 June 2018

საქართველოს ულამაზესი ხედები

მაღალი მთები, მდინარეები, მწვანე მინდვრები, სუფთა ტბები, ფირუზისფერი ზღვა, მინერალური წყლები, ჩანჩქერები, კანიონები (მარტვილი დ...

26 June 2018

ევროპის ქვეყნები, სადაც მოგზაურობა მცირე ბიუჯეტითაც შეიძლება

მოგზაურობისას ყოველთვის ვცდილობთ შევარჩიოთ ისეთი ქვეყნები, სადაც ვიხილავთ შთამბეჭდავ პეიზაჟებს, ლამაზ სანაპიროებს, აღმოვაჩ...

21 June 2018

10 ტბა საქართველოში, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ

საქართველოში უამრავი ლამაზი ტბა მდებარეობს, მათ შორის ლისის, ყვარლის, ილიას და ბაზალეთის ტბები, რომლებიც კარგადაა ნაცნობი ...