ესპანეთის ციხესიმაგრეები

გამომდინარე ისტორიულად არსებული პოლიტიკური მდგომარეობიდან, ესპანური ციხესიმაგრეების უმეტესობა დამპყრობლებისგან თავდაცვის მიზნით აიგო და შესაბამისად მათი ვიზუალიც უფრო შიშისმომგვრელი უნდა ყოფილიყო ვიდრე ლამაზი. თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, რომლებშიც გაერთიანებულია სიძლიერე, სიდიადე, სილამაზე და დახვეწილი არქიტექტურული სტილი.

გთავაზობთ ესპანეთში არსებულ ციხესიმაგრეებს, რომლებიც გამოირჩევიან დახვეწილი და ელეგანტური არქიტექტურით.

Alhambra 

თუ ესპანეთში მოგზაურობისას მხოლოდ ერთი ციხესიმაგრის ნახვა შეგიძლიათ, მაშინ ალჰამბრას ესტუმრეთ. მისი სახელი ითარგმნება როგორც წითელი ციხესიმაგრე. ვერც ერთი მსგავსი არქიტექტურული ნაგებობა ესპანეთში მას ვერ შეედრება. მისი განსაცვიფრებელი და ჩახლართული, არქიტექტურული დეტალები მავრების გავლენაზე მეტყველებს. გამომდინარე მისი პოპულარობიდან მნახველების რაოდენობა შეზღუდულია, რის გამოც უმჯობესია წინასწარ დაჯავშნოთ ბილეთები. 

Alcazar of Segovia

ესპანელები ციხესიმაგრეებს ძირითადად ისეთი არქიტექტურით აგებდნენ,  რომელიც შიშის შიშს მოჰგვრიდა მტერს. ამ მხრივ Alcazar of Segovia გამონაკლისია და ზღაპრულ ციხესიმაგრეს უფრო მოგაგონებთ. სწორედ ის იყო Disney-ის მიერ გადაღებულ კონკიას მულტფილმში ასახული სამეფო ციხესიმაგრის პროტოტიპი. Alcazar of Segovia სამეფო რეზიდენციას წარმოადგენდა, სწორედ აქ ეკურთხა დედოფალი იზაბელა I 1474 წელს. დ

ღეს ციხესიმაგრე როგორც მუზეუმი ისე ფუნქციონირებს, სადაც შეგიძლიათ მხატვრული ტილოები და შეიარაღების ნიმუშები იხილოთ. 

Olite

Olite ასევე ცნობილია Palacio Real de Olite-ს სახელით, ის რომაულ ნანგრევებზე აშენდა. მშენებლობის პროცესი რამდენიმე საუკუნეზე გაიწელა, რის გამოც ყველა მონარქმა განსხვავებული არქიტექტურული სტილი შემოიტანა, განსხვავებული კოშკებით, შიდა ეზოებით და ბაღებით.  

ციხესიმაგრე 1937 წელს ესპანეთის მთავრობამ განაახლა.

Alcazaba of Almeria

Alcazaba of Almeria მთის წვერზე მდებარეობს და ქალაქ ალმერიას გადმოჰყურებს. აკლაბაზა არაბული სიტყვაა და კედლით გამაგრებულს ნიშნავს. სტრუქტურის შიგნით შეგიძლიათ იხილოთ სახლები და მაღაზიები. თავდაპირველად ციხესიმაგრე ისლამის მიმდევრებმა ააგეს მე-10 საუკუნეში, მომდევნო წლებში კი მათ კათოლიკე ქრისტიანებიც შეუერთდნენ. კინომანებისთვის ეს ციხესიმაგრე ნაცნობი უნდა იყოს ფილმებიდან კონან ბარბაროსი და ინდიანა ჯონსი, უკანასკნელი ჯვაროსნული ლაშქრობა.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %