31 May 2018
  • 10966 ნახვა

ბოდრუმი - თურქეთის გამორჩეული მარგალიტი

თურქეთში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ მისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მარგალიტი -ბოდრუმი. ის ერთნაირად მოხიბლავს ისტორიის, მდიდრული დასვენების და თავგადასავლების მოყვარულებს. ბოდრუმი ეგეოსის ზღვის სამხრეთ რეგიონში მდებარეობს. მის ტერიტორიაზე მდებარეობდა ჰალიკარნასის მავზოლეუმი,  მსოფლიოს 7 საოცრებიდან ერთ-ერთი. დღეს ის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან იზიდავს ტურისტებს თავისი ისტორიული ნანგრევებით, ულამაზესი სანაპიროებით და კლდის მწვერვალზე მდებარე კურორტებით.

ტურები ბოდრუმის მიმართულებით იხილეთ Turebi.Ge-ზე.

რა ჯდება მოგზაურობა ბოდრუმში ?

ფასები განსხვავდება ტურისტული კომპანიების და ტურების მიხედვით. თუმცა თანხა რომლითაც ბოდრუმში შეგიძლიათ გამგზავრება, საშუალოდ, 800 ლარიდან იწყება.

რა შედის საფასურში?

თითქმის ყველა ტურ-პაკეტის ღირებულება მოიცავს:

  • მგზავრობა;
  • სასტუმროში განთავსებას;
  • კვებას (ტურის მიხედვით);
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • ტრანსფერი;

ღირსშესანიშნაობები

წმ. პეტრეს სასახლე

ბოდრუმის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს წმ. პეტრეს სასახლე, მას ხშირად ბოდრუმის სასახლესაც უწოდებენ. ის 1402-1437 წლებში ჰოსპიტალიერმა რაინდებმა ააგეს. მშენებლობაში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები, რის გამოც სასახლეში შეგიძლიათ იხილოთ ფრანგული, ინგლისური და სხვა კოშკები. ოტომანთა იმპერიის დროს, სულთანმა სულეიმანმა სასახლე ბრძოლით აიღო და მეჩეთად გადააკეთა. დღეს წმ.პეტრეს სასახლე ფუნქციონირებს როგორც წყალქვეშა არქეოლოგიური მუზეუმი.

მავზოლეუმი

რთული წარმოსადგენია, მაგრამ ოდესღაც ამ ნანგრევებზე მსოფლიოს 7 საოცრებიდან ერთ-ერთი ჰალიკარნასის მავზოლეუმი იდგა, რომელიც ძვ.წ.აღ 376-353 წწ-ში აშენდა. ჰალიკარნასი ბოდრუმის ძველი სახელია. მავზოლეუმის სიმაღლე 46 მეტრს აღწევდა და იმ დროის ყველაზე ცნობილი სკულპტორის მიერ შექმნილი ფრიზებით იყო მორთული. ძეგლმა ბევრ საუკუნეს გაუძლო, საბოლოოდ კი ის ჰოსპიტალიერმა რაინდებმა დაანგრიეს და მისი ქვები წმ.პეტრეს სასახლის ასაშენებლად გამოიყენეს.

ბოდრუმის თეატრი

ბოდრუმის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას მისი ძველი რომაული თეატრი წარმოადგენს. ბოლო პერიოდში მოხდა მისი რესტავრაცია. თეატრი მე-4 საუკუნეში მოქმედებდა და 13 000 მაყურებელს იტევდა. ზაფხულობით ის სხვადასხვა კონცერტებისთვის და პროგრამებისთვის გამოიყენება.

წარმოგიდგენთ ბორდუმის საუკეთესო კურორტს

6 ვარსკვლავიანი სასტუმრო Mandarina Oriental-ი, ბოდრუმში, Paradise Bay-ში მდებარეობს. თავისი ორი კერძო სანაპიროთი, ზღაპრულად ლამაზი რესტორნებით, მრავალფეროვანი სამზარეულოთი, მსოფლიო დონის სპა-სალონით, სასტუმროს სტანდარტული და ლუქს ნომრებით და ვილებით, ის ყველაზე გამოცდილ და პრეტენზიულ სტუმარსაც კი მოხიბლავს. მისი მდიდრული დიზაინი და არქიტექტურა იმდენად ფენომენალურია, რომ ძალიან ბევრი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო მასთან შედარებით იაფფასიან მოტელს მოგაგონებთ.

 


მსგავსი
02 September 2019

თანამედროვე მსოფლიოს საოცრებები

ჩვენი დედამიწა მართლაც უნიკალურია. მსოფლიოს ყველა კუთხეში შეგიძლიათ იპოვოთ უამრავი საოცარი ღირსშესანიშნაობა. და ყველა ადგილი, რ...

30 August 2019

საფრანგეთის 10 ულამაზესი სოფელი

საფრანგეთში ქალაქების გარდა, არანაკლებ ლამაზი და საინტერესო სოფლების მონახულება არის შესაძლებელი, რომლებიც შუასაუკუნეების შემდე...

19 August 2019

8 რეალური ადგილი, რაც მეცნიერული თვალსაზრისით შეუძლებელი ჩანს

დედამიწაზე უამრავი უცნაური ადგილია, საოცარი ბუნება, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს შეხედულებას სამყაროს შესახებ. ზოგი ამ ყვალეფერ...

13 August 2019

მსოფლიოს შვიდი საოცრება დღეს

გიფიქრიათ იმაზე, უძველესი სამყაროს შვიდ საოცრებას ჩვენ დრომდე რომ მოეღწია - როგორი სახე ექნებოდა მათ?კომპანია Budget Direct-მა ...

01 August 2019

2019 წლის ყველაზე პოპულარული კურორტები

ანტალია ...

11 July 2019

რატომ იყენებენ სასტუმროები მხოლოდ თეთრი ფერის თეთრეულს?

 ძალიან ბევრს აინტერესებს თუ რატომ არის სასტუმროებში მხოლოდ თეთრი ფერის პირსახოცები და  თეთრეული. ექსპერტებმა ამოხსნე...

04 June 2019

სილამაზის უცნაური კრიტერიუმები

სილამაზის უცნაური კრიტერიუმები სილამაზე, განსაკუთრებული ფენომენია, მის ძალას არაერთი ლეგენდა, მათ შო...

22 May 2019

სადაა ლოგიკა? აფრიკული ბენინი პირველია მსოფლიო რეიტინგში, ეგვიპტე კი ბოლო

ბრიტანულმა ტურისტულმა კომპანიამ Rickshaw Travel- მა ჩაატარა კვლევა: ტურისტებისთვის ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყნების ჩამონათვალი...

19 February 2019

ყველაზე გემრიელი ესპანური დესერტები

დესერტი ესპანური სამზარეულოს უმნიშვნელოვანესს ნაწილს წარმოადგენს. ყველა კუთხეს და ქალაქს მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკუ...

17 February 2019

ევერესტის საბაზო ბანაკი ტურისტებისთვის დაიხურა

ჩინეთმა ტიბე...