31 May 2018
  • 11236 ნახვა

ბოდრუმი - თურქეთის გამორჩეული მარგალიტი

თურქეთში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ მისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მარგალიტი -ბოდრუმი. ის ერთნაირად მოხიბლავს ისტორიის, მდიდრული დასვენების და თავგადასავლების მოყვარულებს. ბოდრუმი ეგეოსის ზღვის სამხრეთ რეგიონში მდებარეობს. მის ტერიტორიაზე მდებარეობდა ჰალიკარნასის მავზოლეუმი,  მსოფლიოს 7 საოცრებიდან ერთ-ერთი. დღეს ის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან იზიდავს ტურისტებს თავისი ისტორიული ნანგრევებით, ულამაზესი სანაპიროებით და კლდის მწვერვალზე მდებარე კურორტებით.

ტურები ბოდრუმის მიმართულებით იხილეთ Turebi.Ge-ზე.

რა ჯდება მოგზაურობა ბოდრუმში ?

ფასები განსხვავდება ტურისტული კომპანიების და ტურების მიხედვით. თუმცა თანხა რომლითაც ბოდრუმში შეგიძლიათ გამგზავრება, საშუალოდ, 800 ლარიდან იწყება.

რა შედის საფასურში?

თითქმის ყველა ტურ-პაკეტის ღირებულება მოიცავს:

  • მგზავრობა;
  • სასტუმროში განთავსებას;
  • კვებას (ტურის მიხედვით);
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • ტრანსფერი;

ღირსშესანიშნაობები

წმ. პეტრეს სასახლე

ბოდრუმის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს წმ. პეტრეს სასახლე, მას ხშირად ბოდრუმის სასახლესაც უწოდებენ. ის 1402-1437 წლებში ჰოსპიტალიერმა რაინდებმა ააგეს. მშენებლობაში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები, რის გამოც სასახლეში შეგიძლიათ იხილოთ ფრანგული, ინგლისური და სხვა კოშკები. ოტომანთა იმპერიის დროს, სულთანმა სულეიმანმა სასახლე ბრძოლით აიღო და მეჩეთად გადააკეთა. დღეს წმ.პეტრეს სასახლე ფუნქციონირებს როგორც წყალქვეშა არქეოლოგიური მუზეუმი.

მავზოლეუმი

რთული წარმოსადგენია, მაგრამ ოდესღაც ამ ნანგრევებზე მსოფლიოს 7 საოცრებიდან ერთ-ერთი ჰალიკარნასის მავზოლეუმი იდგა, რომელიც ძვ.წ.აღ 376-353 წწ-ში აშენდა. ჰალიკარნასი ბოდრუმის ძველი სახელია. მავზოლეუმის სიმაღლე 46 მეტრს აღწევდა და იმ დროის ყველაზე ცნობილი სკულპტორის მიერ შექმნილი ფრიზებით იყო მორთული. ძეგლმა ბევრ საუკუნეს გაუძლო, საბოლოოდ კი ის ჰოსპიტალიერმა რაინდებმა დაანგრიეს და მისი ქვები წმ.პეტრეს სასახლის ასაშენებლად გამოიყენეს.

ბოდრუმის თეატრი

ბოდრუმის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას მისი ძველი რომაული თეატრი წარმოადგენს. ბოლო პერიოდში მოხდა მისი რესტავრაცია. თეატრი მე-4 საუკუნეში მოქმედებდა და 13 000 მაყურებელს იტევდა. ზაფხულობით ის სხვადასხვა კონცერტებისთვის და პროგრამებისთვის გამოიყენება.

წარმოგიდგენთ ბორდუმის საუკეთესო კურორტს

6 ვარსკვლავიანი სასტუმრო Mandarina Oriental-ი, ბოდრუმში, Paradise Bay-ში მდებარეობს. თავისი ორი კერძო სანაპიროთი, ზღაპრულად ლამაზი რესტორნებით, მრავალფეროვანი სამზარეულოთი, მსოფლიო დონის სპა-სალონით, სასტუმროს სტანდარტული და ლუქს ნომრებით და ვილებით, ის ყველაზე გამოცდილ და პრეტენზიულ სტუმარსაც კი მოხიბლავს. მისი მდიდრული დიზაინი და არქიტექტურა იმდენად ფენომენალურია, რომ ძალიან ბევრი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო მასთან შედარებით იაფფასიან მოტელს მოგაგონებთ.

 


მსგავსი
16 September 2015

ძაღლის ფორმის სასტუმრო

ძაღლის ფორმის სასტუმრო ამერიკაში, კერძოდ აიდაჰოშ მდებარეობს. ის, 1997 წელს ხეზე კვეთის სპეციალისტების ოჯახმა გახსნა. სასტუმროში  თ...

16 September 2015

მაჩუ-პიქჩუ - ინკების დაკარგული დედაქალაქი

პერუში, მდინარე ურუმბას ხეობის თავზე, ზღვის დონიდან 2430 მეტრზე მდებარეობს მაჩუ პიქჩუ - ინკების იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ...

15 September 2015

შეფშაუენი - მსოფლიოში ერთადერთი ლურჯი ქალაქი

ლურჯი და ცისფერი ფერის სხვადასხვა ტონალობაში შეღებილი კედლები, ქვის სახლები, პირვანდელი სახით შემონახული შუა საუკუნეების არქიტექტუ...