სიდე - ულამაზესი პატარა ქალაქი

სიდე პატარა ქალაქია, რომელიც უამრავ ტურისტს იზიდავს ანტალიის სანაპიროზე. დღეს ის ლამაზი, ტურისტული ქალაქია, კლასიკური ნანგრევებით და ქვიშიან სანაპიროზე და ლურჯ ზღვაზე გამავალი თანამედროვე კურორტებით. ოდესღაც კი, პამფილიის ყველაზე დიდი პორტი იყო, რომელიც ალექსანდრე მაკედონელმა ძვ.წ.აღ მე-4 საუკუნეში დაიპყრო.  ქალაქი სავსეა ლამაზი, ვიწრო ქუჩებით, პატარა ბაღებით, ლამაზად გაფორმებული ბარებით, ძვირადღირებული და საშუალო კლასის რესტორნებით. 

ტურები სიდეს მიმართულებით იხილეთ Turebi.Ge-ზე.

რა ჯდება მოგზაურობა სიდეში ?

ფასები განსხვავდება ტურისტული კომპანიების და ტურების მიხედვით, თუმცა თანხა, რომლითაც სიდეში შეგიძლიათ გამგზავრება, საშუალოდ, 600 ლარიდან იწყება.

რა შედის საფასურში?

თითქმის ყველა ტურ-პაკეტის ღირებულება მოიცავს:

  • მგზავრობა;
  • სასტუმროში განთავსება;
  • კვება (ტურის მიხედვით);

ღირსშესანოშნაობები

ძველი ქუჩა

აუცილებლად მოინახულეთ სიდეს ძველი ქუჩა მიმოფანტული, ძველი, რომაული, სვეტებით და ნანგრევებით.

old street, side, turkey, სიდე თურქეთი

აპოლოს ტაძარი

აპოლოს ტაძარი  ცნობილ ნავსადგურთან ახლოს მდებარეობს. ტაძარში შეგიძლიათ იხილოთ 5 ფრიზი, რომლებზეც მედუზას თავია გამოსახული.

side, turkey, სიდე თურქეთი

მანავგათის ჩანჩქერი

მანავგათის ჩანჩქერი სიდედან 3 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, იგივე სახელწოდების მდინარეზე. ჩანჩქერის სიმაღლე 2 მეტრს შეადგენს, სიგანე კი 40 მეტრს.

side, turkey, სიდე თურქეთი

სანაპიროები

სიდეს სანაპიროები ორ ნაწილად იყოფა, დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროდ. სანაპიროები ლამაზია, მაგრამ განსხვავდებიან დასვენების სტილით. დასავლეთ სანაპიროზე ბევრი სასტუმროა, ის უფრო ოჯახური დასვენებისთვისაა განკუთვნილი, სადაც შეგიძლიათ დაიქირაოთ ნავი, დაკავდეთ დაივინგით, გაისეირნოთ ბანანით და სხვა.

თუ უფრო მშვიდი დასვენება გსურთ მაშინ აღმოსავლეთ სანაპიროს ესტუმრეთ. აქ დამსვენებლების რაოდენობა ძალიან ცოტაა. ქვიშაში არსებული არქეოლოგიური ნანგრევები კი იმის გარანტიაა, რომ სანაპირო დაცულია ყველა ტიპის მშენებლობისგან.

side, turkey, სიდე თურქეთი

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %