01 June 2018
  • 10179 ნახვა

ბუქარესტი - რუმინეთის კულტურული ცენტრი

ბუქარესტი რუმინეთის დედაქალაქი და მისი კულტურული ცენტრია. მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია და უჩვეულო ღირსშესანიშნაობები მრავალ ტურისტს იზიდავს.

ბუქარესტი თანამედროვე და ისტორიული არქიტექტურის მიქსია. ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას უზარმაზარი პარლამენტი, ტრიუმფალური თაღი, ძველი ქალაქის მრავალსაუკუნოვანი ვიწრო ქუჩები, ისტორიული ძეგლები და ეკლესიები წარმოადგენს. ისტორიულის გვერდით განლაგებულია თანამედროვე მაღალი შენობები და არქიტექტურული ძეგლებიც.

ტურები ბუქარესტის მიმართულებით შეგიძლიათ იხილოთ Turebi.Ge-ზე.        

ქუთაისის აეროპორტიდან ბუქარესტის Henri Coandă International Airport აეროპორტის მიმართულებით პირდაპირ რეისებს ავიაკომპანია WIZZ AIR-ი განახორციელებს, 2018 წლის 3 ივლისიდან. აეროპორტიდან  ბუქარესტის ცენტრის მიმართულებით შეგიძლიათ 783 ექსპრეს ხაზით გაემგზავროთ, ის 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს.

რით დაკავდეთ ბუქარესტში?

პარლამენტი

აუცილებლად ეწვიეთ პარლამენტს! ბუქარესტის პარლამენტი თავისი გრანდიოზული მასშტაბებითაა ცნობილი, ის რიგით მეორე ყველაზე დიდი ადმინისტრაციული შენობაა მსოფლიოში პენტაგონის შემდეგ. მისი ფართობი 365 000 კვ.მ.-ია, მოცულობა 2,550,000 კუბური მეტრი, მისი ოთახების რაოდენობა 6000 შეადგენს.

parliament palace in bucharest

ტრიუმფალური თაღი

ტრიუმფალური თაღი 1920 წელს, პირველი მსოფლიო ომის  დროს დაღუპული ჯარისკაცების საპატივსაცემოდ ააგეს. თაღს ლამაზი ქანდაკებები ამშვენებს, რომლებიც შეგიძლიათ ახლოდან იხილოთ. 

bucharest

ეწვიეთ რევოლუციის მოედანს

საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, რუმინეთმა ყველაზე სისხლიანად დაასრულა კომუნისტური მმართველობა. რევოლუციის მოედანზე განვითარდა ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები, აქ სიტყვით  ბოლოჯერ გამოვიდა ნიკოლაი ჩაუშესკუ, სამი დღის შემდეგ კი, ნიკოლაის და მის მეუღლეს თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღით ესროლეს. მოედანზე შეგიძლიათ იხილოთ სამეფო სასახლე და ხელოვნების მუზეუმი. 

bucharest

ეწვიეთ ძველ ქალაქს

ქალაქის ძველი ნაწილი 3 წლის წინ განახლდა და ტურისტების და ადგილობრივი მოსახლეობის გართობის საყვარელ ადგილად იქცა. ბუქარესტის ამ ნაწილში შეგიძლიათ იხილოთ უამრავი კაფე, ბარი, რესტორანი, სპეციალური ქებაბის მაღაზიები და ყველა მათგანი გრანდიოზულ შენობებშია განლაგებული. ადგილობრივი ლუდი Csíki Sör დაგემოვნება ძვირი არ დაგიჯდებათ, ვოდკის ფასი კი  £2.50-დან იწყება. 

bucharest

ხედი ფანჯრიდან

Little Bucharest Old Town Hostel  ბუქარესტის ყველაზე ცნობილი ჰოსტელია, მისი ფანჯრებიდან  ძველ ქალაქზე გამავალი ულამაზესი ხედი იშლება. სასტუმრო გთავაზობთ მშვიდ გარემოს, მყუდრო კაფეს, სწრაფ ინტერნეტს, მეგობრულ სტაფს და გემრიელ კერძებს. 

ატენეუმი

ატენუმი არ არის უბრალო საკონცერტო დარბაზი, ის ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია. ის ჯადოსნური რუმინული კლასიკური მუსიკის ცენტრია. მთავარი შესასვლელი გაფორმებულია სცენებით რუმინეთის ისტორიიდან, მისი სიმაღლე 41 მეტრს აღწევს. ატენუმის შენობაშია განთავსებული გეორგ ენესშუს ფილარმონიული ორკესტრის სახლიც.

bucharest
რუმინული სამზარეულო და ღამის კლუბები

რუმინული სამზარეულოს კერძები მარტივი, გემრიელი და ძალიან ნოყიერია. მისი სავიზიტო ბარათია მამალიგა, ანუ ყვითელი სიმინდის ფქვილისგან დამზადებული მჭადისა და ხორცის ერთიანობა.

თუ ავთენტური რუმინული სამზარეულოს დაგემოვნება გსურთ აუცილებლად ეწვიეთ რესტორანს  Cara cu bere -ს. ის ტრადიციული ინტერიერით გამოიჩევა, აქვს მინიმუმ 150 წლიანი ისტორია, აქ შეგიძლიათ მიირთვათ ავთენტური რეცეპტებით დამზადებული რუმინული კერძები, მოხარშული ლუდი და ისიამოვნოთ ცოცხალი მუსიკით.

ღამის ცხოვრების მოყვარულები აუცილებლად უნდა ეწვიოთ ბუქარესტის ცენტრში მდებარე Control Club-ს, Expirat-ს, ისინი ამ ქალაქის ღამის ცხოვრების სავიზიტო ბარათბია.

Cara cu bere


მსგავსი
13 August 2019

მსოფლიოს შვიდი საოცრება დღეს

გიფიქრიათ იმაზე, უძველესი სამყაროს შვიდ საოცრებას ჩვენ დრომდე რომ მოეღწია - როგორი სახე ექნებოდა მათ?კომპანია Budget Direct-მა ...

01 August 2019

2019 წლის ყველაზე პოპულარული კურორტები

ანტალია ...

11 July 2019

რატომ იყენებენ სასტუმროები მხოლოდ თეთრი ფერის თეთრეულს?

 ძალიან ბევრს აინტერესებს თუ რატომ არის სასტუმროებში მხოლოდ თეთრი ფერის პირსახოცები და  თეთრეული. ექსპერტებმა ამოხსნე...

04 June 2019

სილამაზის უცნაური კრიტერიუმები

სილამაზის უცნაური კრიტერიუმები სილამაზე, განსაკუთრებული ფენომენია, მის ძალას არაერთი ლეგენდა, მათ შო...

22 May 2019

სადაა ლოგიკა? აფრიკული ბენინი პირველია მსოფლიო რეიტინგში, ეგვიპტე კი ბოლო

ბრიტანულმა ტურისტულმა კომპანიამ Rickshaw Travel- მა ჩაატარა კვლევა: ტურისტებისთვის ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყნების ჩამონათვალი...

19 February 2019

ყველაზე გემრიელი ესპანური დესერტები

დესერტი ესპანური სამზარეულოს უმნიშვნელოვანესს ნაწილს წარმოადგენს. ყველა კუთხეს და ქალაქს მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკუ...

17 February 2019

ევერესტის საბაზო ბანაკი ტურისტებისთვის დაიხურა

ჩინეთმა ტიბე...

26 June 2018

საქართველოს ულამაზესი ხედები

მაღალი მთები, მდინარეები, მწვანე მინდვრები, სუფთა ტბები, ფირუზისფერი ზღვა, მინერალური წყლები, ჩანჩქერები, კანიონები (მარტვილი დ...

26 June 2018

ევროპის ქვეყნები, სადაც მოგზაურობა მცირე ბიუჯეტითაც შეიძლება

მოგზაურობისას ყოველთვის ვცდილობთ შევარჩიოთ ისეთი ქვეყნები, სადაც ვიხილავთ შთამბეჭდავ პეიზაჟებს, ლამაზ სანაპიროებს, აღმოვაჩ...

21 June 2018

10 ტბა საქართველოში, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ

საქართველოში უამრავი ლამაზი ტბა მდებარეობს, მათ შორის ლისის, ყვარლის, ილიას და ბაზალეთის ტბები, რომლებიც კარგადაა ნაცნობი ...