აღმოაჩინეთ როდოსი

როდოსი ყველაზე დიდი კუნძულია დოდეკანის კუნძულებიდან. ის ხშირად ყველაზე სასურველი საზაფხულო დასვენების ადგილია საბერძნეთში, რადგან მასში გაერთიანებულია ისტორია, საინტერესო კულტურა, აქტიურi ღამის ცხოვრება. ის ყველაზე პრეტენზიული ვიზიტორის მოთხოვნებსაც კი დააკმაყოფილებს. ლამაზი სოფლები, ისტორიული მონუმენტები, არქეოლოგიური ადგილები, ხმელთაშუა ზღვის ციხესიმაგრეები და ულამაზესი სანაპიროები, მიზეზების ის მცირე ჩამონათვალია, რის გამოც როდოსი უნდა მოინახულოთ. 

ტურები როდოსის მიმართულებით შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე Turebi.Ge.

ძველი ქალაქი

ქ.როდოსის ძველი ნაწილი (მას ძველ ქალაქსაც უწოდებენ), ყველაზე დიდი ხმელთაშუა ზღვის ქალაქია ევროპაში. საერთაშორისო დონეზე, ის კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მონუმენტად ითვლება და UNESCO-ს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი 1988 წლიდან. ვიწრო ქუჩები, კლასიკური არქიტექტურა, ხმელთაშუა ზღვის სტილში აგებული ეკლესიები და ხიდები უნიკალურ ატმოსფეროს შეგიქმნით და სხვა ეპოქაში გაგრძნობინებთ თავს. 

როდოსი, საბერნეთი, rhodes, greece

ლიდოსი

ლიდოსი ძველი ქალაქია, ის როდოსის ცენტრიდან 50 კილომეტრის მოშორებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ის კუნძულის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, თვალწარმტაცი ნაწილია, მომხიბვლელი ქალაქებით, ვიწრო ქუჩებით. ლინდოსის აკროპოლისი, უძველესი ტაძრებით და კოშკებით, მომაჯადოებელი და საბერძნეთის ყველაზე მონახულებადი არქეოლოგიური ადგილია. 

როდოსი, საბერნეთი, rhodes, greece

პეპლების ველი

როდოსის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში კლდეებით გარშემორტყმულ პეპლების ველს იხილავთ, უამრავი ხით და წყლის პატარა ნაკადულებით. ივნისიდან სექტემბრამდე ეს ველი სხვადასხვა ფერის პეპლებითაა სავსე და იდეალური ადგილია ცხელ ზაფხულში განტვირთვისათვის. ველთან ახლოს მდებარეობს კაფე-ბარები და რესტორნებიც. 

როდოსი, საბერნეთი, rhodes, greece

როდოსის არქეოლოგიური მუზეუმი

როდოსის არქეოლოგიურ მუზეუმში შეგიძლიათ იხილოთ დოდეკანის კუნძულებზე აღმოჩენილი სკულპტურები, ქანდაკებები, კერამიკა და სხვა არტეფაქტები, რომლებიც რომის, მიკენურ, ელინისტურ და არქაულ პერიოდებს მიეკუთვნება. 

როდოსი, საბერნეთი, rhodes, greece

წყლის პარკი

როდოსის წყლის პარკი არაჩვეულებრივი ადგილია ბავშვების, ოჯახებსა და მეგობრებისთვის. ბევრი აუზი, მრავალფეროვანი ატრაქციონები, გამაგრილებელი სასმელები და მხიარული გარემო, დასამახსოვრებელ დღეს გპირდებათ. წყლის პარკი კუნძულის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, ქალაქის ცენტრიდან პარკის მიმართულებით უფასო ავტობუსი დადის. 

როდოსი, საბერნეთი, rhodes, greece

როდოსი, საბერნეთი, rhodes, greece

სანაპიროები

აუცილებლად ეწვიეთ ფალიკარის, ლინდოს და წმ.პავლეს ყურეში მდებარე სანაპიროებს, ისინი ცნობილია თავისი გრძელი ქვიშიანი სანაპიროებით, ლურჯი ზღვით და აქტიური ღამის ცხოვრებით. 

როდოსი, საბერნეთი, rhodes, greece.

როდოსი, საბერნეთი, rhodes, greece

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %