19 June 2018
  • 2190 ნახვა

ადგილები, რომლებიც საჰაერო ბურთიდან უნდა იხილოთ

არსებობს ტურისტული დანიშნულების ადგილები, რომელთა სილამაზეც საჰაერო ბურთიდან უნდა იხილოთ, ეს დაუვიწყარი ემოციებით და შთაბეჭდილებებით სავსე გამოცდილებაა. წარმოგიდგენთ 6 ადგილს, რომელიც საჰაერო ბურთიდან უნდა დაათვალიეროთ.

კაბადოკია, თურქეთი

კაბადოკია პირველი ადგილია რომელიც ამ სტატიაში უნდა ვახსენოთ. ის თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კუთხეა. გამოცდილება, რომელსაც კაბადოკიის ხედი გთავაზობთ მთელი ცხოვრების განმავლობაში გემახსოვრებათ. საჰაერო ბურთიდან კაბადოკიაზე 360 გრადუსიანი, პანორამული ხედი იშლება ვულკანური წარმოშობის სვეტებზე, მრავალსაუკუნოვან ეკლესიებზე, კლდეში ნაკვეთ ქალაქებზე, ფერადი მთებსა და კლდეში ნაკვეთი თანამედროვე სასტუმროებზე. კაბადოკიის სიდიადე და სილამაზე სურეალისტურ ნახატს უფრო მოგაგონებთ, ვიდრე რეალობას.

ლუარის ველი, საფრანგეთი

ლუარის ველი ფრანგული ბუნების და კულტურის სილამაზეს გადმოსცემს ვაზით, ისტორიული სოფლებით, თვალწარმტაცი პეიზაჟებით და დიდებული ციხესიმაგრეებით.  ლუარის ველი საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში მდებარეობს და 175 მილზეა გადაჭიმული. მის ტერიტორიაზე ფრანგული სტილის სახლები და 800-ზე მეტი  ციხესიმაგრეა.  ულამაზესი ხედი იშლება მწვანე ბუნებაში, წყლის პირზე მდებარე Chateau de Chenonceau-ზე, მისი სილამაზე წარუშლელ კვალს დატოვებს თქვენს გულში. 

გესტადი, შვეიცარია

ვის არ სურს მსოფლიოში ცნობილი შვეიცარიული ალპების ხილვა, ლურჯი  ცის ფონზე? ულამაზესი ხედი მომაჯადოებელ, ძველმოდურ, შვეიცარიულ ხის სახლებზე, ლამაზ სოფლებსა და ბერნის რეგიონის ფანტასტიკურ ბუნებაზე. ყოველწლიურად იანვარში საჰაერო ბურთების საერთაშორისო ფესტივალი ტარდება და ცა ასობით ფერადი საჰაერო ბურთით მშვენდება.

Rocky Mountains, Colorado

Rocky Mountains ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ხედს გთავაზობთ ა.შ.შ.-ში მათ შორის, ხელუხლებელ თოვლიან მთის მწვერვალებს, უხეშ კანიონებს, ველურ ბუნებაში გახვეულ მდინარეებს, ზურმუხტისფერ მდელოებს და მოელვარე ტბებს. წლის განმავლობაში 300 მზიანი დღისა და ლურჯი ცის გამო, ის საჰაერო ბურთების ბაზად იქცა. ისიამოვნეთ ულამაზესი ხედით, რომელიც 10 000 ფუტის სიმაღლიდან იშლება. ასევე შეგიძლიათ ითევზაოთ, დაკავდეთ წყლის ჯომარდობით და გაისეირნოთ სამთო ველოსიპედით.  

სერონერა, ტანზანია, აფრიკა

წარმოიდგინეთ აფრიკის დიდებული და ველური ბუნების მომაჯადოებელი სილამაზე, რომელიც ათასი ფუტის სიმაღლიდან მოჩანს. მდ.სერონერას ხეობა ის ადგილია სადაც თავს იყრის უამრავი ცხოველი, მათ შორის ზებრა, ლომი, ბეჰემოთი, ჟირაფი, ლეოპარდი და მრავალი სხვა სახეობა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია „მიგრაციის“ პერიოდში ათასობით ფრინველის სილამაზე მაისი - ივნისის და ოქტომბერი - დეკემბრის პერიოდში. 

ვენეცია, იტალია

ვენეცია ანუ ნიღბების ქალაქი იტალიის გამორჩეული მარგალიტია. ის მსოფლიოშია აღიარებული ულამაზესი, ძველი ვენეციური არქიტექტურით, 160 არხით, ძველი სახლებით, ფერადი სახურავებით, ვიწრო შესახვევებით და ხიდებით, რომლებიც 118 პატარა კუნძულს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი მონახულება და გონდოლით გასეირნება, რა თქმა უნდა, მშვენიერია, თუმცა ციდან მისი დანახვა სულ სხვა შეგრძნებას დაგიტოვებთ, მთელი ქალაქის სილამაზეს ერთიანად იხილავთ და მის სიდიადეს სრულად შეიგრძნობთ. 


მსგავსი
26 June 2018

ევროპის ქვეყნები, სადაც მოგზაურობა მცირე ბიუჯეტითაც შეიძლება

მოგზაურობისას ყოველთვის ვცდილობთ შევარჩიოთ ისეთი ქვეყნები, სადაც ვიხილავთ შთამბეჭდავ პეიზაჟებს, ლამაზ სანაპიროებს, აღმოვაჩ...

21 June 2018

10 ტბა საქართველოში, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ

საქართველოში უამრავი ლამაზი ტბა მდებარეობს, მათ შორის ლისის, ყვარლის, ილიას და ბაზალეთის ტბები, რომლებიც კარგადაა ნაცნობი ...

15 June 2018

10 ულამაზესი ჩანჩქერი საქართველოში, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ზაფხულის დადგომასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება მოგზაურობა და დასვენება ისეთ ადგილებში, სადაც სიცხეს და ქალაქის ხმაურს გაექ...

20 June 2018

მსოფლიოს ყველაზე ელეგანტური ქალაქები

თუ სილამაზის, ელეგანტურობის  და დახვეწილი არქიტექტურის საძიებლად მოგზაურობთ, წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე ელეგანტურ ქალაქ...

12 June 2018

ვენეცია - რომანტიკული დასვენება წყვილებს

იტალიის ფასდაუდებელი საგანძური, ევროპის და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ადგილი, ხიდების ქალაქი - ასე უწოდებენ ვენეციას...

06 June 2018

აღმოაჩინეთ როდოსი

როდოსი ყველაზე დიდი კუნძულია დოდეკანის კუნძულებიდან. ის ხშირად ყველაზე სასურველი საზაფხულო დასვენების ადგილია საბერძნეთში,...

11 June 2018

კრეტა - შვებულება, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ

რის გამო უნდა ეწვიოთ კრეტას? კრეტა საბერძნეთის ყველაზე დიდი კუნძულია, მას სამი ზღვა ესაზღვრება: იონის, ლიბიის და ეგეო...

01 June 2018

ბუქარესტი - რუმინეთის კულტურული ცენტრი

ბუქარესტი რუმინეთის დედაქალაქი და მისი კულტურული ცენტრია. მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია და უჩვეულო ღირსშესანიშნაობები მრავალ ტ...

13 June 2018

იაპონია - ამომავალი მზის ქვეყანა. ნაწილი 2

ვაგრძელებთ იაპონიის ღირსშესანიშნაობების წარდგენას, პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ ...

08 June 2018

იაპონია - ამომავალი მზის ქვეყანა

იაპონია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქვეყანაა ტურისტებს შორის. ის ტრადიციების და თანამედროვეობის უნიკალური მიქსია, სადაც შე...