13 August 2019
  • 1494 ნახვა

მსოფლიოს შვიდი საოცრება დღეს

გიფიქრიათ იმაზე, უძველესი სამყაროს შვიდ საოცრებას ჩვენ დრომდე რომ მოეღწია - როგორი სახე ექნებოდა მათ?კომპანია Budget Direct-მა შექმნა ფოტორეალისტური 3D ვიზუალიზაციები, იმის საჩვენებლად, თუ როგორი სახე ექნებოდა  უძველეს მსოფლიოს შვიდ საოცრებას დღეს.

1. როდოსის კოლოსი

კუნძულ როდოსზე ამაღლებული მზის ღმერთის — ჰელიოსის უზარმაზარი ქანდაკება იყო. ადგილობრივი მოსახლეობას სწამდა, რომ ჰელიოსი ქალაქის მფარველი იყო და ბერძნებს ბრძოლებში ეხმარებოდა.

2. ხეოფსის ანუ  გიზას პირამიდა (ეგვიპტე)

პირამიდა შვიდი საოცრებიდან ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ნაგებობაა და ყველაზე დიდი პირამიდად ითვლება. 4000 წლის განმავლობაში ის მსოფლიოს ყველაზე მაღალ ღირშესანიშნაობად ითვლებოდა.

3. ბაბილონის (სემირამიდას) დაკიდებული ბაღები

ეს იყო ნაბუქოდონოსორის მიერ აგებული კონსტრუქცია, რომელშიც  უამრავი მცენარე ხარობდა. აღსანიშნავია, რომ ამბობენ, თითქოს ძველმა ბერძნებმა დიდი შეცდომა დაუშვეს, როდესაც ბაღების აგება  დედოფალ სემირამიდას დაუკავშირეს, რადგან სემირამიდა ძვ. წ. IX საუკუნეში მოღვაწეობდა, ხოლო ეს ღირშესანიშნაობა ნაბუქოდონოსორმა ძვ.წ. VI საუკუნეში დედოფალ ამიტასათვის ააგო.

თუმცა რეალურად არსებობდნენ თუ არა ეს ბაღები,  თუ ეს მხოლოდ ლეგენდაა - ამას ჩვენ სამწუხაროდ ვერასოდეს გავიგებთ.

4. ალექსანდრიის შუქურა

სახელიდან გამომდინარე მიხვდებოდით, რომ ეს შუქურა ალექსანდრიაში, ეგვიპტეში მდებარეობდა და  ძვ.წ. 279 წელს მე-3 საუკუნეში იყო აშენებული.  სამწუხაროდ,  მე-14 საუკუნეში მომხდარი  ძლიერი მიწისძვრების შედეგად განადგურდა. საინტერესოა, რომ მისი ნარჩენები მყვინთავებმა  1994 წელს იპოვეს და დადგინდა, რომ სავარაუდოდ შუქურის კოშკი 134 მეტრის სიმაღლის იქნებოდა.

5. ჰალიკარნასის მავზოლეუმი

ეს მსოფლიო საოცრება ძვ. წ. IV საუკუნეში ააგეს. ის  ჰალიკარნასის მმართველის, მავსოლეს აკლდამა იყო, რომლის მშენებლობა ჯერ კიდევ მისი სიცოცხლეშივე დაიწყო.  მე-16 საუკუნეში მავზოლეუმი მიწისძვრამ გაანადგურა. მე-19 საუკუნის 50 წლებში კი არქეოლოგებმა  შენობის ფრაგმენტები აღმოაჩინეს.

6. ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში

ეს უდიდესი ქანდაკება ფიდიასის მიერ არის აღმართული:  ქანდაკება ხისგან იყო დამზადებული , ხოლო ზედაპირი ოქროთი და სპილოს ძვლით იყო მოპირკეთებული.

7. არტემიდას ტაძარი ეფესოში ანუ  ეფესოს ტაძარი

სახელიდან გამომდინარე მიხვდებოდით, რომ ტაძარი ბერძნული ქალღმერთი არტემიდასადმი იყო მიძღვნილი და აგებულია ძველი წელთაღრიცხვის 550 წელს. სამწუხაროდ ის მალევე განზრახ გადაწვა ჰეროსტრატემ, რადგან ამ ქმედებით, ანუ სრულყოფილების განადგურებით, საკუთარი სახელის უკვდავყოფა მოისურვა.  სამწუხაროდ დღეისთვის ტაძრისგან არაფერი შემორჩენილა.

რა სამწუხაროა, რომ ამ საოცრებების ნახვა ( პირამიდის გარდა) რეალურ დროში არ შეგვიძლია...


მსგავსი
19 August 2019

8 რეალური ადგილი, რაც მეცნიერული თვალსაზრისით შეუძლებელი ჩანს

დედამიწაზე უამრავი უცნაური ადგილია, საოცარი ბუნება, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს შეხედულებას სამყაროს შესახებ. ზოგი ამ ყვალეფერ...

01 August 2019

2019 წლის ყველაზე პოპულარული კურორტები

ანტალია ...

11 July 2019

რატომ იყენებენ სასტუმროები მხოლოდ თეთრი ფერის თეთრეულს?

 ძალიან ბევრს აინტერესებს თუ რატომ არის სასტუმროებში მხოლოდ თეთრი ფერის პირსახოცები და  თეთრეული. ექსპერტებმა ამოხსნე...

04 June 2019

სილამაზის უცნაური კრიტერიუმები

სილამაზის უცნაური კრიტერიუმები სილამაზე, განსაკუთრებული ფენომენია, მის ძალას არაერთი ლეგენდა, მათ შო...

22 May 2019

სადაა ლოგიკა? აფრიკული ბენინი პირველია მსოფლიო რეიტინგში, ეგვიპტე კი ბოლო

ბრიტანულმა ტურისტულმა კომპანიამ Rickshaw Travel- მა ჩაატარა კვლევა: ტურისტებისთვის ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყნების ჩამონათვალი...

19 February 2019

ყველაზე გემრიელი ესპანური დესერტები

დესერტი ესპანური სამზარეულოს უმნიშვნელოვანესს ნაწილს წარმოადგენს. ყველა კუთხეს და ქალაქს მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკუ...

17 February 2019

ევერესტის საბაზო ბანაკი ტურისტებისთვის დაიხურა

ჩინეთმა ტიბე...

26 June 2018

საქართველოს ულამაზესი ხედები

მაღალი მთები, მდინარეები, მწვანე მინდვრები, სუფთა ტბები, ფირუზისფერი ზღვა, მინერალური წყლები, ჩანჩქერები, კანიონები (მარტვილი დ...

26 June 2018

ევროპის ქვეყნები, სადაც მოგზაურობა მცირე ბიუჯეტითაც შეიძლება

მოგზაურობისას ყოველთვის ვცდილობთ შევარჩიოთ ისეთი ქვეყნები, სადაც ვიხილავთ შთამბეჭდავ პეიზაჟებს, ლამაზ სანაპიროებს, აღმოვაჩ...

21 June 2018

10 ტბა საქართველოში, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ

საქართველოში უამრავი ლამაზი ტბა მდებარეობს, მათ შორის ლისის, ყვარლის, ილიას და ბაზალეთის ტბები, რომლებიც კარგადაა ნაცნობი ...