53
ჭაუხის უღელტეხილის გატეხვა
21 აგვისტო 2017
დიდი ხნის წინ გვინდოდა ჭაუხების უღელტეხილზე გადასვლა და აბუდელაურის ტბებზე ჩასვლა, თავიდან ზამთარში გვსურდა მარშუტის გავლა თუმცა ძლიერი ყინვების გამო გადავდეთ.
ისე კი ივნისის ბოლოდან სექტემბრამდე ეს მარშრუტი მარტივში შეგვიძლია გავიყვანოთ.
აღსანიშნავია, რომ ივნისის ბოლოს უღელტეხილზე მაინც გვხვდება თოვლი. თუმცა სიცივით იმდენად აღარ ცივა. თხელ საძილეშიც კი გატეხავ ადამიანი ღამეს.
უღელტეხილის სიმაღლე 3338 მეტრს წარმოადგენს. თუმცა სიმაღლეს იმდენად შეპარვით წევ, რომ დიდად არ გაირჯები.
მთავარია სწორი დაგეგმარება.
ჩვენ კი გაცილებით მოგებულები დავრჩით გადაწყვეტილებით, სვლა დაგვეწყო ჯუთადან.
ჯუთამდე დიდი შანსია, რომ ვინმე აგიყოლოს ადამიანი, და სამანქანო გზის ფეხით გავლა არ მოგიწევს, ჯუთადან გზას ჭაუხების ძირამდე აგრძელებ.
თქვენი არ ვიცი მეგობრები, მაგრამ მე სულ მინდა ამ ადგილას კარავი დავცე, წამოვგორდე და არაფრისკეთებაში ხედებით დავტკბე.
იმ დღესაც ასე იყო, წამოვგორდი ქიშმიშის კვნეტას მოვყევი და ბლომად დრო გავუშვი, ცოტა დრო არ იყო გასული და დავაკვირდი, რომ ჩვენსავე
...