55
რკონი - მთა ზირთა
07 მაისი 2018
ამ ზამთარს რკონში ყოფნისას (იხ. წინა პოსტი) მთა ზირთამ მოგვხიბლა. მაშინ დიდი თოვლით იყო დაფარული და სურვილადღა შევითქვით: გაზაფხულზე მისთვის აუცილებლად დავრუნდებოდით.
ასვლა ზირთაზე იმაზე მშვენიერი იყო ვიდრე წარმომედგინა.
რკონიდან დავიწყეთ. გადავკვეთეთ ჩემი საყვარელი თამარის ხიდი და კლდეკარისკენ ბილიკს დავადექით. თეძამის გადაკვეთა მოგვიწია რამდენჯერმე.წყალი მუხლს არ აცდენილა, თუმცა მთიდან ჩამოტანილმა სიგრილემ სისხლი გაგვიყინა ძარღვებში. ხმელეთზე ასულს ისეთი განცდა გაქვს, რომ მუხლს ქვემოთ ლავა გადაგასხეს, მაგრამ გამყინავი ლავა. თუმცა მხოლოდ რამდენიმე წუთი და მერე სითბო ისევ გეპარება. სახალისო იყო, მდინარის გადალახვა ყოველთვის გაცოცხლებს და გახალისებს ^^
თეძამის გადაკვეთის შემდეგ გავიარეთ ადგილები, სადაც ადრე სოფლები იყო. აღარც ნასახლარია და აღარც რამე ნიშანწყალი აქ ადამიანების თანაცხოვრებისა გარდა ერთისა: ხეხილი: ვაშლი, მსხალი, ტყემალი... ყველაფერი გაყვავილებული, ისე როგორც ჩვენს ეზოებში. მაგრამ უსახლოდ, უადამიანოდ. აქაურობა სამოთხეს გავდა, მაგრ
...