15 September 2015
  • 6954 ნახვა

სიღნაღში ფესტივალი "არტგურმანი 2015" გაიმართება

  19 სექტემბერს, სიღნაღში, ქართული პროდუქციის ფესტივალი „არტგურმანი 2015“ გაიმართება. ღონისძიება 12:00-19:00 საათამდე ჩატარდება. პროექტი „არტგურმანი“ გულისხმობს ქართველ მწარმოებელთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას სიღნაღში. „არტგურმანი“ დაარსდა როგორც ყოველწლიური ფესტივალი, რომლის მიზანია საზოგადოებას გააცნოს ქართველი მწარმოებლები და ხელი შეუწყოს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას. გამოფენა აერთიანებს როგორც ქართულ ტრადიციულ პროდუქტს, ისე თანამედროვე ქართული კომპანიების ინოვაციურ ნაწარმს. გამოფენის შთამბეჭდაობას განაპირობებს მონაწილეთა და „ექსპონატთა“ მრავალფეროვნება და სიუხვე: ქართული ღვინის კომპანიები ტრადიციული და თანამედროვე პროდუქციით, ლუდის მწარმოებელი კომპანიები, წვენებისა და დაკონსერვებული პროდუქციის, ყველის, თაფლის, ჩირისა და ჩურჩხელას ფართო ასორტიმენტი. გარდა კომპანიებისა, გამოფენაზე იხილავთ ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციას. ადგილი დაეთმობა სუვენირებსა და აქსესუარებს. შესაძლებელი იქნება დეგუსტაციაც. კომპანიები მათთვის გამოყოფილ, სათანადოდ გაფორმებულ სტენდებზე გამოფენენ თავიანთ პროდუქციას. გამოფენა-გაყიდვის საღამოზე თავიანთ ხელოვნებას წარმოაჩენენ ფოლკლორული კოლექტივები კახეთიდან. ღვინის ეროვნული სააგენტო წარმოგიდგენთ ფოტოარქივს. უცხოელ ტურისტებს საჭირო ინფორმაციას მიაწვდიან ადგილობრივი შემომყვანი ტურისტული კომპანიები. გამოფენა-გაყიდვა უმასპინძლებს სხვადასხვა სახელმწიფოს საელჩოთა წარმომადგენლებს საქართველოში. [su_youtube url="https://www.youtube.com/watch?v=GMYW9D11U7E"]  

მსგავსი
02 August 2019

ბერლინში სკოლის მოსწავლეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდა

1 აგვისტოდან ბერლინში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო გახდა. პროექტის მიზანია ოჯახების მგზავრობის ხარჯე...

27 June 2019

Wizz Air ევროპის 12 ახალი მიმართულება

☛ Wizz Air ევროპის 12 ახალი მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს ამატებს. ფრანკფურტი (გერმანია) ჰამბუ...

19 May 2019

სასიამოვნო სიახლე ქართული ტურისტული კომპანიებისთვის

თუ თქვენი ტურისტული კომპანია დარეგისტრირებულია Turebi.ge -...

19 May 2019

Turebi.ge-სა და სადაზღვევო კომპანია უნისონის შორის პარტნიორობა შედგა.

Turebi.Ge სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს თავის მომხმარებლებს და ქართულ ტურისტულ კომპანიებს. 2019 წლის 20 მაისიდან #1 ტუ...

19 May 2019

Wizz Air-ის დაბადების დღეზე 15%-იანი ფასდაკლება გელის

ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია მათთვის, ვისაც ჯერ არ მოუფიქრებია სად გაემგზავროს ზაფხულში დასასვენებლად და ეძებს იაფ ფრენებს!...

03 May 2019

თურქეთის სასტუმროები თეფშების ზომების შემცირებას აპირებენ, რომ ტურისტებმა ნაკლები ჭამონ

...

07 February 2019

პარიზი აღარ არის ყველაზე რომანტიული ქალაქი

ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით, თავიდან გადახედეს ყველაზე რომანტიული ქალაქების სიას. გაგიკვირდებათ და, პარიზი აღარ...

04 February 2019

აგვისტოდან WizzAir-ი ქუთაისიდან ახალ მიმართულებებს ამატებს

მოგზაურობის მოყვარულთათვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს. ავიაკომპანია Wizz Air 6 ახალი ავიამიმართულებას ამატებს:...

05 October 2018

თბილისიდან ევროპის მიმართულებით პირდაპირ რეისებს ქართული ავიაკომპანიაც შეასრულებს

რომი, დიუსელდორფი, ბუდაპეშტი, მიუნხენი, ათენი - ავიაკომპანია “Myway Airlines” ახალ მიმართულებებზე ფრენები ზ...

19 September 2018

WizzAir-ი ქუთაისიდან ახალ მიმართულებას ამატებს

Wizz Air პირდაპირი ავიარეისების შესრულებას ქუთაისსა და გდანსკს შორის იწყებს. ეს იქნება ერთადერთი პირდაპირი რეისი, რომელიც აღნიშ...