საქართველომ და უკრაინამ ვიზალიბერალიზაციის გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწიეს წინ.
ევროკავშირის საბჭომ, ევროპარლამენტმა და ევროკომისიამ ერთობლივ მოლაპარაკებაზე მიაღწიეს შეთანხმებას ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესახებ. ევროპარლამენტი უახლოეს მომავალში შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს. აღნიშნული მექანიზმის ამოქმედება საქართველოს და უკრაინას ვიზების ლიბერაზაციის მიღების საშუალებას მისცემს.
ე.წ შეჩერების მექანიზმზე დაყრდნობით უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ რეჟიმი მარტივი პროცედურებით შეწყდება თუ კონკრეტული ქვეყნიდან გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, დავით მარკოზაშვილთან ერთად ნავენახევის მღვიმეში იმყოფებოდა, სადაც მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურა ადგილზე დაათვალიერა.
აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. ასევე გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე, მოეწყო ტურისტული ბილიკი. მღვიმე პირველ ვიზიტორებს ახალ ტურისტულ სეზონზე მიიღებს.
ნავენახევის მღვიმე განსხვავებული ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და ოთხ დარბაზიანი მღვიმეა, რომელიც 80-იან წლებში ვიზიტორებში პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა მოგვიანებით ინფრასტრუქტურის წყობიდან გამოსვლის გამო ტურისტებისთვის დაიკეტა.
ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს ბიუჯეტიდან 980 000 ლარით დაფინანსდა.
უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის აეროპორტიდან ახალ მიმართულებას ამატებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ავსტრია იქნება 44-ე ქვეყანა ავიაკომპანიის ქსელში. მათივე თქმით, ვენაში იხსნება კომპანიის ახალი ბაზა. ირკვევა, რომ ვენიდან ვიზეარი 17 მიმართულებით იფრენს მათ შორისაა ქუთაისი.
ვენის მიმართულებით ფრენები 2018 წლის 15 ნოემბრიდან დაიწყება. რეისები კვირაში სამჯერ, სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება. ბილეთის ფასი კი 19.99 ევროდან იქნება.