ავიაკომპანია „ვიზეარი” რიგის მიმართულებით ახალ ავიამიმართულებას ამატებს!
ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლატვიის მიმართულებით ავიარეისებს 2018 წლის 25 მარტიდან დაიწყებს.
ფრენები ქუთაისიდან რიგის მიმართულებით კვირაში ორჯერ - ოთხშაბათს და კვირას შესრულდება.
ქუთაისი-რიგის მიმართულებით ბილეთების შეძენა ახალი წლიდან wizzair.com-ზე არის შესაძლებელი, ბილეთის ფასი 52.99 ლარი/19.99 ევროდან.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი და საქართველოს წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ამჟამად 18 მიმართულებით 12 ქვეყნაში დაფრინავს.
ბრიტანელი პოპ-მომღერლის, James Blunt-ის კონცერტი თბილისში 26 მაისს გაიმართება. მუსიკოსი თბილისს მუსიკალური ფესტივალის "დამოუკიდებლობის დღე" ფარგლებში ეწვევა.
ჯეიმს ბლანტის კონცერტი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში მაყურებლების წინაშე წარდგებიან ქართული ჯგუფები: "Young Georgian Lolitaz" და "Loudspeakers".
ჯეიმს ბლანტის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 120 ლარიდან დაიწყება.
დუბაი - ქუთაისი - დუბაი პირდაპირი რეისები 14 ივნისიდან შესრულდება. ავიაკომპანია FlyDubai რეისებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს. ბილეთების შეძენა კომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.
გარდა ამისა, 17 მაისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება Wizz air-ის მეორე ბაზირებულმა, A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდმა დაიწყო.
მეორე ხომალდის ბაზირებასთან ერთად ავიაკომპანიამ კიდევ 5 ახალი მიმართულება: პარიზი, პრაღა, ბარსელონა, რომი და ათენი დაამატა
„საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს ჩინეთიდან საქართველოში ტურისტების ჩამოყვანა გაუადვილდებათ“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ბიზნე გაერთიანებების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ქართულმა მხარემ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების პროცესში, რომელიც მომსახურებით ვაჭრობის სფეროს შეეხებოდა, მიაღწია უპრეცედენტო შეთანხმებას. კერძოდ, ქართული ტურისტული სააგენტოები და ტურ-ოპერატორები, რომლებიც ერთობლივ საწარმოს დაარეგისტრირებენ პეკინში, შანხაისა და ტიანძინის საპილოტე თავისუფალ სავაჭრო ზონებში, შეძლებენ ჩინეთის ყველა პროვინციიდან ტურისტების გაყვანას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც.
საქართველოში ყოველწლიურად ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობა მატულობს. 2017 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 54 პროცენტით მეტი ტურისტი ჩამოვიდა.