ავიაკომპანია WizzAir-ი მაისის თვეში ევროპის კიდევ 5 მიმართულებით იწყებს ფრენებს. 17 მაისს პირველი რეისი შესრულდება რომის, პარიზის და ათენის მიმართულებით. 18 მაისიდან ფრენები განხორციელდება ბარსელონას მიმართულებით. 19 მაისიდან კი WizzAir-ი პრაღის მიმართულებით დაიწყებს რეისების შესრულებას.
გარდა ამისა, 17 მაისს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ვიზეარი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე ბაზას გახსნის.
ავიაბილეთების ფასები 29,99 ევროდან იწყება. ფრენებს კომპანია ეარბას A320 ტიპის ავიახომალდით შეასრულებს.
2017 წლის ივნისიდან რუსული ავიაკომპანია "ნორდავია", საქნტ-პეტერბურგიდან თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში პირდაპირი რეისების განხორციელებას გეგმავს. ინფორმაციას საქართველოს აერიპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათი ცნობით, თბილისის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და პარასკევს, ხოლო ბათუმში ყოველ შაბათს შესრულდება. ავიაკომპანია ფრენებს ბოინგ 737-500 ტიპის ავიახომალდით განხორციელებს.
მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Flydubai“ ბათუმის მიმართულებით ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს.
16 ივნისიდან 30 სექტემბრამდე, საავიაციო მიმოსვლა დუბაი-ბათუმი-დუბაის საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირის ნაცვლად 7 სიხშირით შესრულდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ახალი განრიგით ოპერირების ნებართვა 14 თებერვალს მიენიჭა.
ავიარეისები Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.
„Flydubai“ დუბაი-თბილისი-დუბაის საჰაერო ხაზზე 2011 წლიდან ოპერირებს. 2017 წლიდან, ავიაკომპანიამ საავიაციო მიმოსვლა ბათუმის მიმართულებით დაიწყო, ხოლო მიმდინარე წლის 14 ივნისიდან, „Flydubai“ ფრენებს დუბაი-ქუთაისი-დუბაის მიმართულებით, კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს.