წყალქვეშა ცურვის მოყვარულებისთვის მარტვილის კანიონში ახალი მარშრუტი იხნსება. სულ მალე ტურისტებს კანიონში ყვინთვის და წყალქვეშა სამყაროს ნახვის შესაძლებლობა ექნებათ.
დაივინგისთვის განკუთვნილი ტერიტორია 300 მეტრი სიგრძისაა, ჩაყვინთვა კი 6 მეტრის სიღრმეზე იქნება შესაძლებელი. კანიონში ჩაყვინთვა იმ ტურისტებსაც შეეძლებათ, რომლებმაც ცურვა არ იციან.
სკუბა დაივინგის ევროპის ასოციაციის მიერ მარტვილის კანიონი უკვე დასახელდა ევროპაში დაივინგისთვის განკუთვნილ 8 საუკეთესო ადგილს შორის.
მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Flydubai“ ბათუმის მიმართულებით ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს.
16 ივნისიდან 30 სექტემბრამდე, საავიაციო მიმოსვლა დუბაი-ბათუმი-დუბაის საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირის ნაცვლად 7 სიხშირით შესრულდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ახალი განრიგით ოპერირების ნებართვა 14 თებერვალს მიენიჭა.
ავიარეისები Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.
„Flydubai“ დუბაი-თბილისი-დუბაის საჰაერო ხაზზე 2011 წლიდან ოპერირებს. 2017 წლიდან, ავიაკომპანიამ საავიაციო მიმოსვლა ბათუმის მიმართულებით დაიწყო, ხოლო მიმდინარე წლის 14 ივნისიდან, „Flydubai“ ფრენებს დუბაი-ქუთაისი-დუბაის მიმართულებით, კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს.