უნგრული ავიაკომპანია Wizzair-მა ქუთაისიდან ევროპის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები დაამატა.
კერძოდ, Wizzair-ის ავიარეისებს დაემატა: ქუთაისი-რომი, ქუთაისი-პრაღა, ქუთაისი-პარიზი და ქუთაისი ბარსელონა.
პირდაპირი ავიარეისები აღნიშნულ ქალაქებში 2018 წლიდან ამოქმედდება. მომხმარებელს ბილეთების ყიდვა უნგრული ავიაკომპანიის საიტზე უკვე შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ ”ვიზეარმა” ცოტა ხნის წინ ქუთაისი-ვროცლავის მიმართულებითაც დაამატა ფრენები.
ავიაკომპანია WizzAir-ი მაისის თვეში ევროპის კიდევ 5 მიმართულებით იწყებს ფრენებს. 17 მაისს პირველი რეისი შესრულდება რომის, პარიზის და ათენის მიმართულებით. 18 მაისიდან ფრენები განხორციელდება ბარსელონას მიმართულებით. 19 მაისიდან კი WizzAir-ი პრაღის მიმართულებით დაიწყებს რეისების შესრულებას.
გარდა ამისა, 17 მაისს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ვიზეარი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე ბაზას გახსნის.
ავიაბილეთების ფასები 29,99 ევროდან იწყება. ფრენებს კომპანია ეარბას A320 ტიპის ავიახომალდით შეასრულებს.