2017 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, ქართული ავიაკომპანია „Georgian Airways“, საჰაერო მიმოსვლას კიდევ ერთი ახალი მიმართულებით განახორციელებს.
თბილისი-დუბაი-თბილისის საჰაერო ხაზზე მრავალჯერადი ჩარტერული ფრენების განხორციელებას ავიაკომპანია 31 აგვისტოდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (27 ოქტომბერი), შემდეგი განრიგით გეგმავს:
ავიარეისები Embraer ERJ-190 და Boeing B737 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსსამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა „Georgian Airways“-ს 9 აგვისტოს მიენიჭა.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizzair-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირ რეისებს კიდევ ერთ ევროპულ დედაქალაქში შეასრულებს. კომპანია ბუქარესტის მიმართულებით ფრენებს იწყებს!
რუმინეთის დედაქალქში რეისები ქუთაისიდან 3 ივლისიდან, კვირაში სამი სიხშირით შესრულდება. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის საიტზე უკვე შესაძლებელია. ცალმხრივი ბილეთის ღირებულება დაახლოებით 81 ლარიდან იწყება.
შეგახსენებთ, რომ რუმინეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, შედის შენგენის ზონაში, შესაბამისად რუმინეთში მოგზაურობა საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ.