როშკა - არხოტის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დაიწყო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი, 28კმ-იანი გზის მშენებლობა დაიწყო. როშკა-არხოტის დამაკავშირებელი გზა აქამდე არ არსებობდა და გადაადგილება მხოლოდ ფეხით, ცხენითა და ვეტმფრენით იყო შესაძლებელი. გზის მშენებლობის შემდეგ მშობლიურ სოფელში რამდენიმე ათეული ოჯახი დაბრუნდება. პროექტის ღირებულება - 10 900 000 ლარია. როშკა აღსანიშნავია, რომ გზის არარსებობის გამო, წლების განმავლობაში, არხოტი ნელ-ნელა დაიცალა და ამ დროისთვის საზღვირსპირა სოფელში მხოლოდ 4 ოჯახი ცხოვრობს, რომელთაგან ზამთარში მხოლოდ 2 ოჯახი რჩება ადგილზე. შესაბამისად, აღნიშნული გზის მშენებლობას ამ მხარის განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ხევსურეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებასაც. 12074867_1072118692821252_7007887059571879684_n
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
26 %