ზვავსაშიშროების გამო გუდაურისკენ მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა–კობის მონაკვეთზე ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო,  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. წინასწარი ინფორმაციით, მლეთა–გუდაურის გზაზე რამდენიმე ზვავია ჩამოსული. სრული ინფორმაცია ჩამოსული ზვავების შესახებ მხოლოდ ზვავსაშიშროების მოხსნის შემდეგ ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე დადგინდება. ზვავების მოცულობაზე იქნება დამოკიდებული შესასრულებელი გაწმენდითი სამუშაოების მასშტაბები და გზის გახსნის დრო. 1449222028 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები ადგილზე არიან მობილიზებული და ზვავსაშიშროების მოხსნისთანავე დაიწყებენ გზის გაწმენდით სამუშაოებს.
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %