სამთო კურორტებზე შეიძლება პატრულირება დაიწყოს

საქართველოს სამთო კურორტებზე უსაფრთხოების წესების რეგულირების შესაძლებლობებზე იმსჯელეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეხვედრაზე, რომელსაც შესაბამისი შინაარსის პეტიციის ავტორი პროფესიონალ მოთხილამურეთა ჯგუფი დაესწრო. 12510474_968432836579709_3707753346805374123_n შეხვედრის ჩატარების ინიციატივა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილს ეკუთვნოდა. მან მოწვეულ სტუმრებს გააცნო მის უწყებაში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელიც მიმართულია საქართველოს სამთო კურორტებზე სათხილამურო ტერიტორიებზე უსაფრთხოების ნორმების დასაწესებლად. მსგავსი კანონმდებლობა საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში არ მიღებულა. შეხვედრამ კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა. შეხვედრის მონაწილეებს გადაეცათ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის პროექტი განსახილველად და მისი სრულყოფის მიზნით წინადადებების მოსამზადებლად. აღინიშნა, რომ წინადადებებს პეტიციის ავტორთა ჯგუფი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთ კვირაში გადაუგზავნის.წყაროწყარო
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %