გუდაურში მოთხილამურე პატრულის საპილოტე პროექტი დაიწყო

დღეიდან გუდაურის სათხილამურო კურორტის სასრიალო ტრასებზე უსაფრთხოებას სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი 14 მოთხილამურე პატრული გააკონტროლებს.  პატრულს უფლება ექნება ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ან წესების დამრღვევი მოთხილამურე გაიყვანონ სასრიალო ტრასიდან, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ იმოქმედებს იგივე სანქციები, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვიისაა კანონით გათვალისწინებული. 12473969_747931435308858_6527230426247061206_o მოთხილამურე პატრულს შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვდა და პირადად გააცნო მათი უფლება-მოვალეობები. გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, სათხილამურო ტრასებზე აიკრძალება თოვლმავლებით და სხვა მსგავსი ტიპის ტრანსპორტით გადაადგილება, გარდა საპატრულო და სამაშველო მიზნებისა. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი იმედოვნებს, რომ სათხილამურო პატრულირების ამოქმედება მინიმუმამდე დაიყვანს იმ რისკებს, რომელიც არსებობს სამთო კურორტებზე. წყარო  
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %