საწურბლიას მღვიმე პირველი საერთაშორისო სტანდარტების სპელეო-გამაჯანსაღებელი მღვიმე იქნება კავკასიის რეგიონში, სადაც სასუნთქი გზების პრობლემების მქონე პირები გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებას შეძლებენ.
მღვიმის ბუნებრივი სამკურნალო თვისებები ჩეხი და ქართველი სპეციალისტების მიერაა შესწავლილი.
ადგილზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი; ამბულატორია. მღვიმეში დამონტაჟდა განათების სისტემა. საწურბლიას მღვიმე ორ - აქტიურ და პასიურ ზონად გაიყო. აქტიურ ზონაში მოეწყო სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის, ხოლო პასიურ ზონაში განთავსდა შეზლონგები. მღვიმე პირველ ვიზიტორებს ახალ ტურისტულ სეზონზე მიიღებს. საწურბლიას მღვიმე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში, პრომეთეს მღვიმიდან 2 კმ-ში მდებარეობს.
ინფრასტრუქტურულ პროექტი საქართველოს ბიუჯეტიდან 647 000 ლარით იყო დაფინანსებული.
ლეგენდარული ჯგუფი Aerosmith საქართველოში კონცერტს გამართავს. ჯგუფის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტი 20 მაისს შეკვეთილში Black Sea Arena-ზე გაიმართება.
ამერიკული როკ-ჯგუფი 1970 წელს შეიქმნა და მას ხშირად „ამერიკის უდიდეს როკ-ენ-როლ ჯგუფს“ უწოდებენ.
2017 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს 763 729 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც 20.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ტურისტების რაოდენობა (24 საათი და მეტი) 380 895-ს გაუტოლდა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2017 წლის 9 თვეში მეზობელი ქვეყნების გარდა, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ირანიდან, საუდის არაბეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან და ბელარუსიდან ვიზიტორების რაოდენობის ზრდამ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, წელს, ყველაზე ხშირად დათვალიერებული ტერიტორიების ხუთეული ასე გამოიყურება: პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, სათაფლია და ოკაცეს კანიონი.
სიის მიხედვით, პირველ ხუთეულს დიდად არ ჩამორჩება ბათუმი, მესტია, კახეთის რეგიონი და თუშეთი.