ავიაკომპანია Wizz Air-ი კიდევ ერთ მიმართულებას ამატებს. ქუთაისიდან ფრენები ვროცლავის მიმართულებით შესრულდება.
პოლონეთის სიდიდით მეოთხე ქალაქში Wizz Air-ი ფრენებს 31 მარტიდან შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.
ავიარეისები შესრულდება კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს. ერთი გზის ავიაბილეთის ფასი 79.99 ლარიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე უკვე შესაძლებელია.
იმერული ღვინის ტრადიციული ფესტივალი ქალაქ თერჯოლაში 5 ნოემბერს გაიმართება. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი, ტრადიციული იმერული სტუმარმასპინძლობით. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახეობის ღვინო საოჯახო მარნებიდან. გამოვლინდება საუკეთესო მეღვინეები სხვადასხვა ნომინაციაში.
ფესტივალი სტუმრებს 11-დან 16 საათამდე უმასპინძლებს.
ღონისძიებას გააფორმებს ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები. ფესტივალის მიზანი იმერული ღვინის და საოჯახო მარნების პოპულარიზაცია.