შეკვეთილში ვანესა მეის კონცერტი გაიმართება

მევიოლინე ვანესა მეი 6 აგვისტოს Black sea arena-ს სცენაზე კონცერტს გამართავს. დიდი ბრიტანეთის წარმატებული არტისტი ქართველი და უცხოელი მსმენელის წინაშე ცნობილი ჰიტებით და შოუ-კონცერტით წარდგება. ვანესა მეი ელექტრონული კლასიკის დედოფლად წოდებული ვანესა მეი კლასიკური მუსიკის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც "Brit Awards"-ის ნომინაცია მიიღო, როგორც საუკეთესო ქალმა არტისტმა. მას 1997 წელს მიღებული აქვს "მსოფლიო მუსიკის ჯილდო". Black sea arena-ზე ვანესა მეის კონცერტზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა 18 ივლისს დილის 9:00 საათიდან tkt.ge-ზე შეეძლებათ.
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %