11 აგვისტოს თუშეთობა 2016 გაიმართება

11 აგვისტოს სახალხო დღესასწაული ,,მეცხვარის დღე - თუშეთობა 2016“ გაიმართება. ღონისძიებები სოფელ ომალოში, ვიზიტორთა სახლის მიმდებარე პარკში 10:00 საათზე დაიწყება. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა „თუშეთობა 2016“-ის პროგრამას აქვეყნებს: 10:00 საათი - შეხვედრა თუშ მეცხვარეებთან ვიზიტორთა სახლში (საუბარი ძირითადად მთის კანონის შესახებ). 11:00 საათი - ღონისძიების ოფიციალური გახსნა: საზეიმო მისალმება, კურთხევა - ახალგაზრდა და გამოცდილი მწყემსების დაჯილდოვება, კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფებისა და მოწვეული სტუმრების მონაწილეობით. 12:00 საათი - სხვადასხვა საექსპოზიციო პავილიონების დათვალიერება და მათ მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიშის მოსმენა, მეცხვარეობის ტრადიციული საქმიანობის ჩვენება, ცხვრის პარსვა, ბაგაში შერეკვა, ყველის ამოყვანა, თუშური ნაგაზის გამოფენა - დემონსტრირება, მატყლის დართვა, ჩეჩვა, ქსოვა... ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენის დათვალიერება. 12:00-17:00 საათი - სპორტული ღონისძიებების დასაწყისი (დაჯილდოვება). 12:00 საათი - მშვილდოსნობა; 12:30 საათი - ნაბადზე ხტომა; 13:30 საათი - ცხენის შეკაზმვა; 15:00 საათი -ბაგირის გადაწევა; 15:00 - 17:00 საათი -დოღი. 13:00 საათი - სპეციალურად მოწყობილ ფაცხაში სტუმრებს ექნებათ საშუალება თუშური გარმონისა და სიმღერის ფონზე მიიღონ მონაწილეობა მომზადების პროცესში და დააგემოვნონ ტრადიციული თუშური კერძები: ხავიწი, გორდილა, კოტორი, ქუმელი, გუდის ყველი, მწვადი, ხინკალი, კახური შოთი, ღვინო და არაყი. 17:00 საათი - მოწვეული სტუმრებისა და მონაწილეების გამასპინძლება სადილით. 20:00 საათი - კოცონი. 21:00 საათი -ფრანების გაშვება. თუშეთობა დოღი
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
26 %