ალბანეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. აღნიშნული ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების ოფიციალურ ვებგვერდებზე.
ბოლო წლებში საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში ხვდებოდა, რომელთა მოქალაქეებს ალბანეთში გამგზავრება უვიზოდ, ზაფხულის პერიოდში შეეძლოთ. ახლა ეს შესაძლებლობა მათ ნებისმიერ სეზონზე ექნებათ.
„საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ალბანეთის რესპუბლიკაში, შეუძლია, ვიზის გარეშე შევიდეს და დარჩეს ალბანეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 90 დღე, ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების საიტზე.
ბოლო თვეებში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი რამდენიმე ქვეყანამ გააუქმა, მათ შორის ბოსნია და ჰერცეგოვინამ და სერბეთმა.
Wizz Air პირდაპირი ავიარეისების შესრულებას ქუთაისსა და გდანსკს შორის იწყებს. ეს იქნება ერთადერთი პირდაპირი რეისი, რომელიც აღნიშ...
უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის აეროპორტიდან ახალ მიმართულებას ამატებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ავსტრია იქნება 44-ე ქვეყანა ავიაკომპანიის ქსელში. მათივე თქმით, ვენაში იხსნება კომპანიის ახალი ბაზა. ირკვევა, რომ ვენიდან ვიზეარი 17 მიმართულებით იფრენს მათ შორისაა ქუთაისი.
ვენის მიმართულებით ფრენები 2018 წლის 15 ნოემბრიდან დაიწყება. რეისები კვირაში სამჯერ, სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება. ბილეთის ფასი კი 19.99 ევროდან იქნება.