აზერბაიჯანის ავიახაზები საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის

აზერბაიჯანული ავიაკომპანია „Azerbaijan Airlines“ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენის სიხშრეს ზრდის. 2017 წლის 28 მარტიდან ავიაკომპანია, ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ფრენებს კვირაში 8 სიხშირით შეასრულებს, ხოლო 2 მაისიდან კი დაამატებს კიდევ 2 სიხშირეს და ფრენები შესრულდება კვირაში 10 სიხშირით. აქამდე აზერბაიჯანული ავიაკომპანია ფრენებს კვირაში 7 სიხშირით ასრულებდა.

დამატებითი სიხშირეებით ოპერირებას „Azerbaijan Airlines“ ყოველკვირეულად - კვირას (28 მარტიდან), სამშაბათსა და ხუთშაბათს (2 მაისიდან) განახორციელებს. ფრენები Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას გაზრდილი სიხშირით რეგულარული ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა 9 მარტს მიენიჭა.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %