ახალი ავიარეისები ბათუმის აეროპორტიდან

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2017 წლის ზაფხულის სეზონიდან ფრენების ახალ მიმართულებას და ახალ განრიგს გთავაზობთ.

მაისიდან ბათუმი–მოსკოვის მიმართულებით, კვირაში 3 ფრენა შესრულდება. ფრენებს  Nordstar Airlines ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს შეასრულებს.

3 ივნისიდან რეგულარული რეისები განხორციელდება, კიევის, ჩერეპოვეცისა და სანქტ პეტერბურგის მიმართულებითაც.

კიევის მიმართულებით, ავიაკომპანია  Anda Air ოთხშაბათსა და შაბათს იფრენს. ჩერეპოვეცის მიმართულებით რეისს Severstal Airlines მხოლოდ კვირაში ერთხელ – შაბათს განახორციელებს, ხოლო სანქ პეტერბურგის მიმართულებით, ყოველ შაბათს, კომპანია Nordavia Airlines–ის თვითმფრინავი იფრენს.

კიდევ ორი მიმათულება დაემატება ბათუმის საერთაშორისო აეროპოტრს  21–22 ივნისს –ზაპოროჟიეს და დუბაის მიმართულებით.

ზაპოროჟიეს რეისები Ukraine Int. Airlines–ის მიერ ოთხშაბათსა და პარასკევს შესრულდება, ხოლო დუბაის მიმართულებით მგზავრებს Flydubai კვირაში სამჯერ – სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს გადაიყვანს.

ბათუმის აეროპორტი

წყარო

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %