54
სიღნაღში ფესტივალი "არტგურმანი 2015" გაიმართება
15 სექტემბერი 2015
19 სექტემბერს, სიღნაღში, ქართული პროდუქციის ფესტივალი „არტგურმანი 2015“ გაიმართება. ღონისძიება 12:00-19:00 საათამდე ჩატარდება. პროექტი „არტგურმანი“ გულისხმობს ქართველ მწარმოებელთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას სიღნაღში. „არტგურმანი“ დაარსდა როგორც ყოველწლიური ფესტივალი, რომლის მიზანია საზოგადოებას გააცნოს ქართველი მწარმოებლები და ხელი შეუწყოს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას. გამოფენა აერთიანებს როგორც ქართულ ტრადიციულ პროდუქტს, ისე თანამედროვე ქართული კომპანიების ინოვაციურ ნაწარმს. გამოფენის შთამბეჭდაობას განაპირობებს მონაწილეთა და „ექსპონატთა“ მრავალფეროვნება და სიუხვე: ქართული ღვინის კომპანიები ტრადიციული და თანამედროვე პროდუქციით, ლუდის მწარმოებელი კომპანიები, წვენებისა და დაკონსერვებული პროდუქციის, ყველის, თაფლის, ჩირისა და ჩურჩხელას ფართო ასორტიმენტი. გარდა კომპანიებისა, გამოფენაზე იხილავთ ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციას. ადგილი დაეთმობა სუვენირებსა და აქსესუარებს. შესაძლებელი იქნება დეგუსტაციაც. კომპანიები მათთვის
...