თბილისი - პარიზის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ფრენები შესრულდება

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways პარიზის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელებას გეგმავს. ავიამიმოსვლა მიმდინარე წლის ზაფხულიდან დაიწყება. როგორც ”ფორტუნას” Georgian Airways-ში განუცხადეს, ფრენები კვირაში 2 სიხშირით შესრულდება.

”ზუსტი თარიღი, თუ რომელ თვეს და რა რიცხვში დავიწყებთ პარიზისკენ ფრენებს ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება. თუმცა, ეს მოხდება მიმდინარე წლის ზაფხულში”, – აღნიშნეს ავიაკომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, Georgian Airways-მა აღნიშნული მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება, საზოგადოების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო გადაწყვიტა. ”პარიზის მიმართულებით წამსვლელთა რაოდენობა მუდმივად მზარდია და ბუნებრივია, არსებობს დაკვეთა პირდაპირ ფრენაზე. სწორედ ამიტომ, ზაფხულიდან ჩვენი მომხმარებელი შეძლებს, ისარგებლობს ამ შესაძლებლობით”, – დასძინეს კომპანიაში.

წყარო

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %