დამბალხაჭოს ფესტივალი სიონში

თიანეთის რაიონის დაბა სიონში, 30 ივლისს დამბალი ხაჭოს ფესტივალი სახელწოდებით „მადლი ფშაური მიწისა“ გაიმართება. რიგით მეექვსე ფესტივალზე დამბალი ხაჭოს და მთის პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა, ფოლკლორული კონცერტი და კაფიაობა გაიმართება.

ფესტივალზე დამბალი ხაჭოს გარდა, წარმოდგენილი იქნება მთაში დამზადებული ნატურალური პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები. მისივე თქმით, ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან თანამედროვე ფშაური ლექსის და კაფიის მთქმელები, მათ შორის ტრისტან მახაური, დათო თეთრაული, ცოტნე ალბუთაშვილი და მიხეილ ღანიშაშვილი.

ფესტივალზე ტრადიციულად გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან დამბალი ხაჭოს საუკეთესო დამამზადებლები და ამ პროდუქტის თემაზე შექმნილი საუკეთესო ლექსის ავტორები.

დამბალი ხაჭოს ფესტივალი 12:00 საათზე დაიწყება და 20:00 საათზე დასრულდება.

დამბალი ხაჭო (დამბალხაჭო) ტრადიციული ფშაური საკვებია. 2014 წელს, მას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

წყარო

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %