დუბაის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს Georgian Airways-ი იწყებს

2017 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, ქართული ავიაკომპანია „Georgian Airways“, საჰაერო მიმოსვლას კიდევ ერთი ახალი მიმართულებით განახორციელებს.

თბილისი-დუბაი-თბილისის საჰაერო ხაზზე მრავალჯერადი ჩარტერული ფრენების განხორციელებას ავიაკომპანია 31 აგვისტოდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (27 ოქტომბერი), შემდეგი განრიგით გეგმავს:

ხუთშაბათი (გაფრენა) - პარასკევი (გამოფრენა)
კვირა (გაფრენა) - ორშაბათი (გამოფრენა)

ავიარეისები Embraer ERJ-190 და Boeing B737 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსსამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა „Georgian Airways“-ს 9 აგვისტოს მიენიჭა.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %