ქუთაისიდან ფრენები კიდევ ერთი მიმართულებით განხორციელდება

ავიაკომპანია Wizz Air-ი კიდევ ერთ მიმართულებას ამატებს. ქუთაისიდან ფრენები ვროცლავის მიმართულებით შესრულდება.

პოლონეთის სიდიდით მეოთხე ქალაქში Wizz Air-ი ფრენებს 31 მარტიდან შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს. 

ავიარეისები შესრულდება კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს. ერთი გზის ავიაბილეთის ფასი 79.99 ლარიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე უკვე შესაძლებელია.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %