18 September 2017
  • 2195 ნახვა

ახალი სერვისი WizzAir-ისგან - ცვლადი თანამგზავრი

ავიაკომპანია WizzAir-ი მგზავრებს ახალ სერვისს სთავაზობს.  

ცვლადი თანამგზავრის სერვისი საშუალებას გაძლევთ, გააფორმოთ ახალი ჯავშანი დაჯავშნის დროს ყველა მგზავრის სახელის მითითების საჭიროების გარეშე.

ჯავშნის გაფორმებისას საკმარისია მხოლოდ ერთი სახელის მითითება. სხვა თანამგზავრების დამატება, მათი სახელების მითითების გარეშე, შესაძლებელი იქნება შესაბამისი მოსაკრებლის გადახდით.

დაჯავშნისას საჭიროა, გადაიხადოთ ავიაბილეთის სრული ღირებულება და თქვენ მიერ არჩეული ყველა სერვისის მოსაკრებელი ყოველი მგზავრისთვის. ყველა მგზავრის სახელის მითითების ბოლო ვადაა რეისზე ონლაინ რეგისტრაციის პერიოდი.

იმ შემთხვევაში, თუ ავიაბილეთი შეიძინეთ Plus ტარიფით (რომელიც შეიცავს რეისზე აეროპორტში რეგისტრაციის ვარიანტს) და გსურთ, ისარგებლოთ ცვლადი თანამგზავრის სერვისით, რეისზე აეროპორტში რეგისტრაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცვლადი თანამგზავრების სახელებს მიუთითებთ ონლაინ რეისის დაგეგმილ გამგზავრებამდე არა უგვიანეს სამი (3) საათით ადრე.

გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ცვლადი თანამგზავრ(ებ)ის სახელ(ებ)ს არ მიუთითებთ, აღნიშნული მგზავრების ჯავშნები  გაუქმდება.

ჯავშნის გაფორმებისას თქვენ უნდა აირჩიოთ მგზავრთა რაოდენობა, რეისები და სასურველი სერვისები, როგორც ნებისმიერი სხვა ჯავშნის შემთხვევაში. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ საჭიროა მხოლოდ ერთი მგზავრის სახელის მითითება — დანარჩენი მგზავრების სახელები შეგიძლიათ არ შეავსოთ და სანაცვლოდ, მონიშნოთ ვარიანტი „სახელს მოგვიანებით დავამატებ“. 

ავიაბილეთის ტარიფი და სერვისების ღირებულება (მათ შორის, ცვლადი თანამგზავრის მოსაკრებელი) უნდა გადაიხადოთ ჯავშნის გაფორმების დასრულებისას. ცვლადი თანამგზავრ(ებ)ის სახელის მითითება შესაძლებელია მოგვიანებით, თქვენს ჯავშანზე წვდომის მეშვეობით.

ეს სერვისი არ არის ხელმისაწვდომი ჯგუფური ჯავშნებისთვის,  ჩვილებისთვის და მგზავრებისთვის, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ დახმარებას. თუ ჩვილთან ერთად მგზავრობთ, ჩვილის სახელი უნდა მიუთითოთ ჯავშნის გაფორმებისას. 

მსგავსი
15 February 2018

საქართველოში კლასიკური ავტომობილების რბოლა გაიმართება

პირველად საქართველოში კლასიკური ავტომობილების ავტორბოლა გაიმართება. პროექტის მხარდაჭერი ეკონომიკისა და მდგრადი განვით...

13 February 2018

ბაკურიანობა 24-25 თებერვალს გაიმართება

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სამთო-სათხილემურო კურორტ ბაკურიანში ტრადიციულად აღინიშნება სახალხო-სპორტული დღესასწაული „ბაკურია...

06 February 2018

საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახალი ქართული ავიაკომპანია იწყებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, „AK-AIR GEORGIA"-ზე ...

26 January 2018

კავკასიაში პირველი სპელეო-გამაჯანსაღებელი მღვიმე გაზაფხულზე გაიხსნება

საწურბლიას მღვიმე პირველი საერთაშორისო სტანდარტების სპელეო-გამაჯანსაღებელი მღვიმე იქნება კავკასიის რეგიონში, სადაც სასუნთქი გზე...

22 January 2018

ნავენახევის მღვიმე ოფიციალურად გაზაფხულზე გაიხსნება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, დავით მა...

18 January 2018

ქართულ ტურისტულ კომპანიებს ჩინეთიდან ტურისტების ჩამოყვანა გაუადვილდებათ

„საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს ჩინეთიდან საქართველოში ტურისტების ჩამოყვანა გაუადვილდებათ“, - განაცხადა პირვ...

16 January 2018

გუდაურში და ბაკურიანში თოვლის საერთაშორისო დღე აღინიშნება

საქართველო უკვე მეშვიდე წელია უერთდება სხვა ქვეყნების ცნობილ სათხილამურო კურორტებს. წელს ეს დღე ორ კურორტზე: გუდაურსა და ბაკური...

15 January 2018

ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების ნებართვა ორ კომპანიას მიენიჭა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია „Wucher Helikopte...

12 January 2018

Georgian Airways-ი პირდაპირი ფრენების ახალ მიმართულებებს ამატებს

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიდევ 2 ახალ პირდაპირ მიმართულებას ამატებს. ფრენები ...

10 January 2018

საქართველო-თურქეთს შორის საზღვრის გადაკვეთის წესები შეიცვალა

საქართველოსა და თურქეთს შორის საზღვრის გადაკვეთის რეგულაციაში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების თანახმად, 2018 წლის პირვ...