29 September 2017
  • 650 ნახვა

ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს უმაპისნძლებს

ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანა“ 6-7 ოქტომბერს უმაპისნძლებს. ორი დღის განმავლობაში, ევროპის მოედანზე წარმოდგენილი იქნება აჭარული სოფლები თავისი პროდუქციით, ტრადიციებითა და სამზარეულოთი. სპეციალური დეკორაციებით მორთულ მოედანზე სტუმრებს საშუალება მიეცემათ აჭარულ სოფლებში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ. 

ფესტივალზე ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი იქნება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სოფლის ნობათით, კერძებით, სუვენირებითა და რეწვის ნიმუშებით, რაც ტურისტებსა და ტურისტულ სააგენტოებს წარმოდგენას შეუქმნით თუ რისი ნახვაა შესაძლებელი მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობისას. მოეწყობა სოფლად ტურიზმის, ეკოტურიზმისა და ღვინის ტურიზმის თემატური კუთხეები. გაიმართება აჭარის რეგიონში წარმოებულიპროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და უცნობი აჭარული კერძების პრეზენტაცია-დეგუსტაციები. ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება კულინარიული მასტერკლასები, მხიარული კონკურსები და შეჯიბრები. ევროპის მოედანზე მისული სტუმრების განწყობაზე კი ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები და მუსიკალური ბენდები იზრუნებენ. 

მსგავსი
10 May 2016

საქართველოდან აშშ-ში პირდაპირი ფრენები შესრულდება

„ჰუალინგ ჯგუფის“ მიერ საქართველოში ახალი ავიაკომპანია დარეგისტრირდა. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი ა...

06 May 2016

BBC-ის ჟურნალისტის თვალით დანახული ქართული სუფრა და სტუმარმასპინძლობა

BBC Travel-ის ჟურნალისტი სუჩი რუდრა საქართველოს, კერძოდ კი რაჭაში სტუმრობის შესახებ ...

03 May 2016

თუშეთის გზა ნაწილობრივ გახსნილია

თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა უღელტეხილის ჩათვლით უკვე გაწმენდილია. მძიმე მდგომარეობაა უღელტეხილს იქით, ე.წ....

26 April 2016

თელავში აეროპორტი "მიმინო" გაიხსნა

25 აპრილს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის თელავის აეროპორტი „მიმინო“ ოფიციალურად გაიხსნა და მიენიჭება ქართველი მხედართმთავრის,...

07 April 2016

ბათუმში Maroon 5-ის კონცერტი გაიმართება

როგორც უკვე ცნობილია თბილისში კონცერტს რობი უილიამსი გამართავს. თუმცა მუსიკის მოყვარულებისთვის კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლეა. 7...

05 April 2016

ჩინეთიდან ტურისტები საქართველოში უვიზოდ შემოვლენ

ჩინეთიდან ტურისტული ჯგუფები, საქართველოში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ, - ამის შესახებ, „საქმიანი დილის“ ეთერში, ტურიზმის ადმინი...

04 April 2016

რობი უილიამსი თბილისში კონცერტს გამართავს

ინგლისელი მომღერალი რობი უილიამსი თბილისს ეწვევა. მუსიკოსის კონცერტი 27 მაისს დინამოს სტადიონზე გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაცია...

18 March 2016

ბათუმში ყაზახური ავიაკომპანია შემოდის

სულ მალე ბათუმიდან ავიარეისებს ყაზახური კომპანია SCAT-ი შეასრულებს. კომპანია რეისებს ბოლო 10 წლის განმავლობაში თბილისის მიმართულებ...

11 March 2016

ახალი ღვინის ფესტივალი 13-14 მაისს ჩატარდება

...

09 March 2016

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა სავარაუდოდ ზაფხულისთვის ამოქმედდება

ევროკავშირთან საქართველოს უვიზო რეჟიმი, სავარაუდოდ, ზაფხულისთვის ამოქმედდება. შესაბამისი განცხადება ბრიუსელში გამართულ პრესკონფერე...