გურჯაანში ღვინის ფესტივალი გაიმართება

ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში  გურჯაანში 6 ოქტომბერს ღვინის ფესტივალი 2017 გაიმართება, რომელიც წელს  პირველად ტარდება. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება გლეხის მიერ ქვევრში დაყენებული ღვინო, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული 50-მდე სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭა და სხვა სასმელები, ტრადიციულ კერძებთან ერთად. ფესტივალი 13:00-დან 17:00 სთ-მდე ჩატარდება.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2017-ის სტუმრებს შესაძლებლობა გექნებათ:

  •  დააგემოვნოთ საუკეთესო კახური ღვინო და შეიძინოთ ხელმისაწვდომ ფასად
  • მიიღოთ მონაწილეობა ხელთნაკეთი, შემოქმედებითი და თემატური ნამუშევრებისგამოფენა-გაყიდვასა და ეთნოგრაფიულ ექსპოზიციებში და დაათვალიეროთ თქვენთვისშექმნილი საშემოდგომო პავილიონები
  • მოისმინოთ არაჩვეულებრივი კახური მრავალჟამიერი, სხვა ფოლკლორული სიმღერები და იხილოთ ეროვნული ქორეოგრაფიული ნომრები
  •  მიიღოთ მონაწილეობა სახალისო გათამაშებაში და მოიგოთ სპეციალურად გურჯაანი ღვინის ფესტივალი 2017-ის მიერ დაწესებული საჩუქრები.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2017-ის მხარდამჭერია ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ხორციელდება გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის პატრონაჟით.

გურჯაანი ღვინის ფესტივალი 2017-ის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა,ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა როგორც უცხოელი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის.  

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %