Wizzair-ი ქუთაისი-ათენის რეისებს ამატებს

2018 წლის გაზაფხულიდან, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizzair-ი ქუთაისიდან ახალ მიმართულებას ამატებს. ქუთაისი-ათენი-ქუთაისის რეისზე, ერთი გზის ბილეთის ფასი 9.99 ევროდან დაიწყება.

ფრენები 17 მაისიდან დაიწყება. ბილეთები ავიაკომპანიის ოფიციალურ საიტზე უკვე ხელმისაწვდომია.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ Wizzair-მა კიდევ რამდენიმე მიმართულებით დააანონსა ფრენები: ქუთაისი-რომი, ქუთაისი-პრაღა, ქუთაისი-პარიზი და ქუთაისი ბარსელონა. 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
6 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %