ქუთაისი - ვენა - ახალი მიმართულება Wizzair-სგან

უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის აეროპორტიდან ახალ მიმართულებას ამატებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ავსტრია იქნება 44-ე ქვეყანა ავიაკომპანიის ქსელში. მათივე თქმით, ვენაში იხსნება კომპანიის ახალი ბაზა. ირკვევა, რომ ვენიდან ვიზეარი 17 მიმართულებით იფრენს მათ შორისაა ქუთაისი.

ვენის მიმართულებით ფრენები 2018 წლის 15 ნოემბრიდან დაიწყება. რეისები კვირაში სამჯერ, სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება. ბილეთის ფასი კი 19.99 ევროდან იქნება.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %