საქართველო-თურქეთს შორის საზღვრის გადაკვეთის წესები შეიცვალა

საქართველოსა და თურქეთს შორის საზღვრის გადაკვეთის რეგულაციაში ცვლილებები შევიდა.

ცვლილებების თანახმად, 2018 წლის პირველი იანვრიდან თურქეთის საზღვრის გადაკვეთა და ტერიტორიაზე, მცირე დროით დარჩენაც კი, ერთ კალენდარულ დღედ ჩაითვლება.

საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში თურქეთში 90 დღით დარჩენის უფლება აქვთ. 90 დღის გასვლის შემდეგ კი, მათ ბინადრობის უფლების მიღება მოუწევთ.

"თურქეთის „უცხოელებისა და საერთაშორისო დაცვის შესახებ„ N:6458 კანონის 11 მუხლის თანახმად „ვიზით ან უვიზო რეჟიმით უზრუნველყოფილი თურქეთში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს 180 დღის განმავლობაში„ 19 მუხლის თანახმად კი „თურქეთში ვიზით ან უვიზოდ ნებადართულ ვადაზე ან 90 დღეზე მეტი ხნით ყოფნის საჭიროების მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ბინადრობის ნებართვის აღება სავალდებულოა„.

ერთი დღის განმავლობაში განხორციელებული შესვლა-გამოსვლის ბაზაში არ დაფიქსირება, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ, რომლებიც ყოველდღიურად ახორციელებენ ქვეყანაში შესვლა-გამოსვლას, ბინადრობის ნებართვის გარეშე 365 დღის განმავლობაში თურქეთში ყოფნა - შესაძლოა გახდეს კანონსაწინააღმდეგო ქმედების მიზეზი. აღნიშნულის ფარგლებში, 2018 წ. 1 იანვრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ იმავე დღის განმავლობაში განხორციელებული შესვლა-გამოსვლა ბაზაში დაფიქსირებული იქნება 1 დღის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება ვრცელდება თურქთის ყველა გამტარ პუნქტზე და ეხება ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თურქეთში ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ (180 დღის განმავლობაში 90 დღე),შესაბამისი ბინადრობის ნებართვის მიღების შემთხვევაში, შესაძლებელია ქვეყანაში დარჩენის უფლების გახანგრძლივება." - წერია თურქეთის მხარის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %