10 January 2018
  • 3495 ნახვა

საქართველო-თურქეთს შორის საზღვრის გადაკვეთის წესები შეიცვალა

საქართველოსა და თურქეთს შორის საზღვრის გადაკვეთის რეგულაციაში ცვლილებები შევიდა.

ცვლილებების თანახმად, 2018 წლის პირველი იანვრიდან თურქეთის საზღვრის გადაკვეთა და ტერიტორიაზე, მცირე დროით დარჩენაც კი, ერთ კალენდარულ დღედ ჩაითვლება.

საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში თურქეთში 90 დღით დარჩენის უფლება აქვთ. 90 დღის გასვლის შემდეგ კი, მათ ბინადრობის უფლების მიღება მოუწევთ.

"თურქეთის „უცხოელებისა და საერთაშორისო დაცვის შესახებ„ N:6458 კანონის 11 მუხლის თანახმად „ვიზით ან უვიზო რეჟიმით უზრუნველყოფილი თურქეთში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს 180 დღის განმავლობაში„ 19 მუხლის თანახმად კი „თურქეთში ვიზით ან უვიზოდ ნებადართულ ვადაზე ან 90 დღეზე მეტი ხნით ყოფნის საჭიროების მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ბინადრობის ნებართვის აღება სავალდებულოა„.

ერთი დღის განმავლობაში განხორციელებული შესვლა-გამოსვლის ბაზაში არ დაფიქსირება, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ, რომლებიც ყოველდღიურად ახორციელებენ ქვეყანაში შესვლა-გამოსვლას, ბინადრობის ნებართვის გარეშე 365 დღის განმავლობაში თურქეთში ყოფნა - შესაძლოა გახდეს კანონსაწინააღმდეგო ქმედების მიზეზი. აღნიშნულის ფარგლებში, 2018 წ. 1 იანვრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ იმავე დღის განმავლობაში განხორციელებული შესვლა-გამოსვლა ბაზაში დაფიქსირებული იქნება 1 დღის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება ვრცელდება თურქთის ყველა გამტარ პუნქტზე და ეხება ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თურქეთში ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ (180 დღის განმავლობაში 90 დღე),შესაბამისი ბინადრობის ნებართვის მიღების შემთხვევაში, შესაძლებელია ქვეყანაში დარჩენის უფლების გახანგრძლივება." - წერია თურქეთის მხარის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

მსგავსი
04 April 2016

რობი უილიამსი თბილისში კონცერტს გამართავს

ინგლისელი მომღერალი რობი უილიამსი თბილისს ეწვევა. მუსიკოსის კონცერტი 27 მაისს დინამოს სტადიონზე გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაცია...

18 March 2016

ბათუმში ყაზახური ავიაკომპანია შემოდის

სულ მალე ბათუმიდან ავიარეისებს ყაზახური კომპანია SCAT-ი შეასრულებს. კომპანია რეისებს ბოლო 10 წლის განმავლობაში თბილისის მიმართულებ...

11 March 2016

ახალი ღვინის ფესტივალი 13-14 მაისს ჩატარდება

...

09 March 2016

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა სავარაუდოდ ზაფხულისთვის ამოქმედდება

ევროკავშირთან საქართველოს უვიზო რეჟიმი, სავარაუდოდ, ზაფხულისთვის ამოქმედდება. შესაბამისი განცხადება ბრიუსელში გამართულ პრესკონფერე...

04 March 2016

ქუთაისის აეროპორტიდან ავიარეისები მესტიის და ნატახტრის მიმართულებით შესრულდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ახალ შიდა ავიამიმართულებებს...

03 February 2016

Turebi.ge-ს შეხვედრა პარტნიორებთან და განახლებული პორტალის პრეზენტაცია

...

21 January 2016

გუდაურში მოთხილამურე პატრულის საპილოტე პროექტი დაიწყო

დღეიდან გუდაურის სათხილამურო კურორტის სასრიალო ტრასებზე უსაფრთხოებას სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი 14 მოთხილამურე პატრული გააკონ...

15 January 2016

სამთო კურორტებზე შეიძლება პატრულირება დაიწყოს

საქართველოს სამთო კურორტებზე უსაფრთხოების წესების რეგულირების შესაძლებლობებზე იმსჯელეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინის...

14 January 2016

საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია - 14 იანვრის მონაცემები

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის მგ...

08 January 2016

ზვავსაშიშროების გამო გუდაურისკენ მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული...