გუდაურში და ბაკურიანში თოვლის საერთაშორისო დღე აღინიშნება

საქართველო უკვე მეშვიდე წელია უერთდება სხვა ქვეყნების ცნობილ სათხილამურო კურორტებს. წელს ეს დღე ორ კურორტზე: გუდაურსა და ბაკურიანში აღინიშნება.

21 იანვარს, გუდაურში გონდოლების მოედანზე 12 საათიდან დაიწყება გასართობი აქტივობები:

  • სახალისო შეჯიბრებები თხილამურებით და სნოუბორდებით 12 წლამდე მოზარდებისთვის;
  • სიმღერა და ცეკვა ,,ბასტი -ბუბუსთან'' ერთად;
  • საშობაო ორცხობილები ,,კარამელთან" ერთად.

თოვლის საერთაშორისო დღე

რაც შეეხება ბაკურიანს, წელს ბავშვები ბაკურიანში გასართობ ცენტრ „ჯოილენდში“ იზეიმებენ თოვლის დღეს, სადაც ასოციაციის ინიციატივით სხვადასხვა სახალისო შეჯიბრი და გასართობი ღონისძიება გაიმართება, დღის ბოლოს კი შეჯიბრში გამარჯვებულ ბავშვებს სიმბოლური პრიზებიც გადაეცემათ.
ღონისძიება 17:00-20:00 გაიმართება და მასში მონაწილეობას 300-მდე ბავშვი მიიღებს, ბაკურიანის მთის კლუბების ასოციაცია დაუვიწყარ, მეგობრულ და სასიამოვნო ატმოსფეროს ჰპირდება ბავშვებს და მოუწოდებს მათ ესტუმრნონ „ჯოილენდს“

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %