18 January 2018
  • 5017 ნახვა

ქართულ ტურისტულ კომპანიებს ჩინეთიდან ტურისტების ჩამოყვანა გაუადვილდებათ

„საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს ჩინეთიდან საქართველოში ტურისტების ჩამოყვანა გაუადვილდებათ“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ბიზნე გაერთიანებების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ქართულმა მხარემ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების პროცესში, რომელიც მომსახურებით ვაჭრობის სფეროს შეეხებოდა, მიაღწია უპრეცედენტო შეთანხმებას. კერძოდ, ქართული ტურისტული სააგენტოები და ტურ-ოპერატორები, რომლებიც ერთობლივ საწარმოს დაარეგისტრირებენ პეკინში, შანხაისა და ტიანძინის საპილოტე თავისუფალ სავაჭრო ზონებში, შეძლებენ ჩინეთის ყველა პროვინციიდან ტურისტების გაყვანას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც.

საქართველოში ყოველწლიურად ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობა მატულობს. 2017 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 54 პროცენტით მეტი ტურისტი ჩამოვიდა.


მსგავსი
10 November 2015

ბაკურიანი ზამთრის სეზონს მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდება

ზამთრის სეზონი ბაკურიანსა და გუდაურში ოფიციალურად 13 დეკემბერს იხსნება. კურორტი ბაკურიანი ამ სეზონს რამდენიმე მნიშნელოვანი სიახლით...

30 October 2015

როშკა - არხოტის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დაიწყო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავში...

21 October 2015

ზამთრის სეზონი წელს 5 დეკემბრიდან გაიხსნება

საქართველოში ზამთრის ტურსიტული სეზონი ბოლო 20 წლის განმავლობაში წელს ყველაზე ადრე დაიწყება. მთის კურორტების განვითარების კომპან...

15 September 2015

სიღნაღში ფესტივალი "არტგურმანი 2015" გაიმართება

  19 სექტემბერს, სიღნაღში, ქართული პროდუქციის ფესტივალი „არტგურმანი 2015“ გაიმართება. ღონისძიება 12:00-19:00 საათამდე ჩატა...