18 January 2018
  • 5020 ნახვა

ქართულ ტურისტულ კომპანიებს ჩინეთიდან ტურისტების ჩამოყვანა გაუადვილდებათ

„საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს ჩინეთიდან საქართველოში ტურისტების ჩამოყვანა გაუადვილდებათ“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ბიზნე გაერთიანებების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ქართულმა მხარემ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების პროცესში, რომელიც მომსახურებით ვაჭრობის სფეროს შეეხებოდა, მიაღწია უპრეცედენტო შეთანხმებას. კერძოდ, ქართული ტურისტული სააგენტოები და ტურ-ოპერატორები, რომლებიც ერთობლივ საწარმოს დაარეგისტრირებენ პეკინში, შანხაისა და ტიანძინის საპილოტე თავისუფალ სავაჭრო ზონებში, შეძლებენ ჩინეთის ყველა პროვინციიდან ტურისტების გაყვანას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც.

საქართველოში ყოველწლიურად ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობა მატულობს. 2017 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 54 პროცენტით მეტი ტურისტი ჩამოვიდა.


მსგავსი
26 March 2018

საქართველოს მოქალაქეები ალბანეთში უვიზოდ იმოგზაურებენ

ალბანეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. აღნიშნული ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა ორივე ქვეყნის საგარეო საქმე...

26 March 2018

საქართველოში რობერტ პლანტის კონცერტი გაიმართება

ლეგენდარული ჯგუფის Led Zeppelin-ის სოლისტი რობერტ პლანტი საქართველოს ეწვევა. მუსიკოსი Black Sea Jazz Festival-ის ფარგ...

19 March 2018

განახლებული ტურისტული ლოკაციები თერჯოლის რაიონში

თერჯოლის რაიონი ტურისტულ სეზონს განახლებული ლოკაციებით და ინფრასტრუქტურით ხვდება. ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე რაიონი...

19 March 2018

ნავენახევის მღვიმე ოფიციალურად 14 მაისს გაიხსნება

თერჯოლის რაიონში მდებარე ნავენახევის მღვიმე ოფიციალურად 14 მაისს გაიხსნება. მღვიმეში შიდა ინფრასტრუქტურასთან ერთად, მოეწყო გარე...

02 March 2018

უსაფრთხოების წესები ისრაელში გამგზავრების მსურველებისთვის

იერუსალიმის პოლიციის ხელმძღვანელობა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიასთან დაკავშირებით უსაფრთხოების წესების შესახებ სპეციალურ განც...

02 March 2018

უვიზო მიმოსვლის დღეების გამომთვლელი მობილური აპლიკაცია შეიქმნა

იუსტიციის სამინისტრომ უვიზო მიმოსვლის დღეების გამომთვლელი მობილური აპლიკაცია „Schengen/EU App“ შექმნა  ...

28 February 2018

კონფერენცია თემაზე ,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები“

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქ. თბილისში 14 აპრილს ექსპო ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში ატარებს ყოველწლიურ ს...

23 February 2018

ტურიზმის სფეროში კარიერის დასაგეგმად გამოფენა მოეწყობა

ტურიზმის სფეროში კარიერის დასაგეგმად სტუდენტებისთვის 27 თებერვალს გამოფენა მოეწყობა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინი...

20 February 2018

საწარმოო პრაქტიკა ტურიზმის სფეროში

მრავალპროფილიანი ორგანიზაცია „Discover Georgia - აღმოაჩინე საქართველო“ აცხადებს პრაქტიკანტების მიღებას 2 თვიანი საწ...

19 February 2018

FlyDubai ბათუმის მიმართულებით ფრენებს ყოველდღე შეასრულებს

მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Flydubai&ldq...