18 January 2018
  • 6537 ნახვა

ქართულ ტურისტულ კომპანიებს ჩინეთიდან ტურისტების ჩამოყვანა გაუადვილდებათ

„საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს ჩინეთიდან საქართველოში ტურისტების ჩამოყვანა გაუადვილდებათ“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ბიზნე გაერთიანებების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ქართულმა მხარემ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების პროცესში, რომელიც მომსახურებით ვაჭრობის სფეროს შეეხებოდა, მიაღწია უპრეცედენტო შეთანხმებას. კერძოდ, ქართული ტურისტული სააგენტოები და ტურ-ოპერატორები, რომლებიც ერთობლივ საწარმოს დაარეგისტრირებენ პეკინში, შანხაისა და ტიანძინის საპილოტე თავისუფალ სავაჭრო ზონებში, შეძლებენ ჩინეთის ყველა პროვინციიდან ტურისტების გაყვანას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც.

საქართველოში ყოველწლიურად ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობა მატულობს. 2017 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 54 პროცენტით მეტი ტურისტი ჩამოვიდა.


მსგავსი
29 June 2017

ფაზისობა განსხვავებული ფორმატით - საერთაშორისო კვესტი ფოთის სტუმრებისთვის

ქალაქ ფოთის ტრადიციული დღესასწაული "ფაზისობა" წელს განსხვავებული ფორმატით გაიმართება. დღესასწაულის ფარგლებში ჩატ...

23 June 2017

1 ივლისიდან ფასის ლარში მითითება სავალდებულო ხდება

2017 წლის 1 ივლისიდან მეწარმე ვალდებულია, საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციისა და მომსახურების გაწევის შეთავაზების...

21 June 2017

ფესტივალი არტ-გენი 2017 - სრული პროგრამა

ფესტივალი არტ-გენი წელს 10 ივლისიდან 23 ივლისამდე გაიმართება. ტრადიციული ფესტივალი 10 ივლისს სურამში დაიწყება, 12 ივლისს მისი მ...

13 April 2017

კიევი-ბათუმი-კიევი - რეგულარულ ავიარეისებს Bravo Airways-ი იწყებს

უკრაინული ავიაკომპანია “Bravo Airways”, რომელიც გასული წლის განმავლობაში კიევსა და ბათუმს შორის ჩარტერულ საჰაერო მი...

11 April 2017

თბილისი - პარიზის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ფრენები შესრულდება

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways პარიზის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელებას გეგმავს. ავიამიმოსვლა მ...

04 April 2017

ბარსელონის მიმართულებით თბილისიდან პირდაპირი ფრენები შესრულდება

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ბარსელონას მიმართულებით ფრენის დაწყებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ Tav Georgia ავრ...

27 March 2017

საქართველოს ღვინის რუკის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში

31 მარტს 18:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საქართველოს ღვინის რუკის ”საქართველო - ღვინის აკვანი&rdquo...

24 March 2017

ახალი ავიარეისები ბათუმის აეროპორტიდან

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2017 წლის ზაფხულის სეზონიდან ფრენების ახალ მიმართულებას და ახალ განრიგს გთავაზობთ. მაი...

21 March 2017

აზერბაიჯანის ავიახაზები საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის

აზერბაიჯანული ავიაკომპანია „Azerbaijan Airlines“ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენის სიხშრეს ზრდის. 2017 წლი...

21 March 2017

10 ყველაზე ბედნიერი ქვეყანა 2017 წელს

მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების სია 2017 წლისთვის უკვე ცნობილია. პირველი ათეული ასე გამოიყურება. 10. შვედეთი...