ნავენახევის მღვიმე ოფიციალურად გაზაფხულზე გაიხსნება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, დავით მარკოზაშვილთან ერთად ნავენახევის მღვიმეში იმყოფებოდა, სადაც მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურა ადგილზე დაათვალიერა.

აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. ასევე გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე, მოეწყო ტურისტული ბილიკი. მღვიმე პირველ ვიზიტორებს ახალ ტურისტულ სეზონზე მიიღებს.

ნავენახევის მღვიმენავენახევის მღვიმე განსხვავებული ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და ოთხ დარბაზიანი მღვიმეა, რომელიც 80-იან წლებში ვიზიტორებში პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა მოგვიანებით ინფრასტრუქტურის წყობიდან გამოსვლის გამო ტურისტებისთვის დაიკეტა.

ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს ბიუჯეტიდან 980 000 ლარით დაფინანსდა.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %